მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

27 ნოემბრის მიმოხილვა

დღის მიმოხილვა, 27 ნოემბერი 2020 წ.

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 27 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 102 270 გამოჯანმრთელებულია.

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა- ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

🔴 კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა - მას თანმხლები დაავადება ჰქონდა და ექიმებმა ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა.

🔴 სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ- „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკური პატიმრები არიან.

🔴 რომის პაპი აბორტის გაკეთებას მკვლელის დაქირავებას ადარებს-

🔴 ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება-

🔴 დემურ გიორხელიძე: 2021 წელი რთული იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, არავითარი ტურისტი არ გვეყოლება

🔴 ფქვილისა და პურის მწარმოებლები მთავრობას დარგის სუბსიდირებისკენ მოუწოდებენ - მწარმოებლების განცხადების თანახმად, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა კვლავ უნდა ამოქმედდეს, რაც ფქვილსა და პურზე სტაბილური ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

🔴 დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს - ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

🔴 ანა დოლიძე ოპოზიციაზე: აიღონ პარტიების დაფინანსება და პანდემიით დაზარალებულებს დაეხმარონ - იგი პარტიებს სთავაზობს კუთვნილი დაფინანსებით პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ფონდი შექმნან.

🔴 ლარი გაუფასურდა - დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.27 თეთრი შეადგინა.

🔴 საქართველო ISIS-ისა და Al-Qaeda–ს წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს უერთდება - ევროკავშირმა ტერორისტული დაჯგუფებებისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ შემაკავებელი ზომები 2021 წლის 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

🔴 45 თეთრიდან 10 ლარამდე - რა ღირს პური მსოფლიოში?- როგორი ფასებია სხვადასხვა პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით.

🔴 გაძვირდება თუ არა პური? - ლევან დავითაშვილის განმარტება- მთავრობამ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

🔴 როგორ აღნიშნავენ რელიგიური კონფესიები დღესასწაულებს შეზღუდვების პირობებში- ქიტიშვილის თქმით, რელიგიის სააგენტო სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან და მთავრობასთან კონტაქტზეა.

🔴 ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება - რა პერიოდით გაუქმდება პარკირების გადასახადი?

🔴 ცხინვალი ქართული ბლოკ-საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვს- ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე სოფელ უისტასთან (წნელისთან) ქართული პოლიციის ბლოკ-საგუშაგოს გაუქმება მოითხოვეს.

🔴 ჯაფარიძე: საბიუჯეტო დაფინანსების აღება ბოიკოტის რეჟიმში - ნონსენსია- მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში - პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის?

🔴 მცხეთაში ავტომობილი მტკვარში გადავარდა - არიან დაღუპულები - ადგილზე მობილიზებული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი.

🔴 ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის საკითხები განიხილა - ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

🔴 ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ქვეყანაში კლინიკების 85% კერძოა -„ყველა კლინიკას შეუძლია სამედიცინო დაცვის საშუალებებით და ღია ჰქონდეს კარი ინფიცირებული პაციენტებისთვის“.