მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

28 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვინის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის (ნაწილობრივ) და მუხაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტალების, ზღვის უბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალის, ზღვის უბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტალების, რომელაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ნუშის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.