მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

300 მიგრანტი მაროკოს საზღვარზე, საჰაერო ბუშტების ფესტივალი, სერფერი ოლიმპიური თამაშების წინ - 22 ივლისის მსოფლიო ფოტოებში

22 ივლისი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 ივლისს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

საჰაერო ბუშტების ფესტივალი ილინსკის მდელოსთან ტარდება
სუზდალი, რუსეთი 📸 Vladimir Smirnov/Tass/Getty Images

მუსლიმი საზოგადოება ჩანჩქერის ქვეშ გან ჰაშლოსას ეროვნულ პარკში დღესასწაულს აღნიშნავს.
ბეით შიანი, ისრაელი 📸 Oded Balilty / AP

კომპანია Whirpool-ის თანამშრომლები ნეაპოლის ქარხნის დახურვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ.
რომი, იტალია 📸 Piero Tenagli/IPA/Rex

მელილაში, ესპანეთის ანკლავში, ჩრდილოეთ აფრიკაში მაროკოს საზღვრის ღობეზე გადასვლის შემდეგ ესპანეთში 300 მიგრანტი ისვენებს.
მელილა, ესპანეთი 📸 Paqui Sanchez/EPA

ფეხით მოსიარულე ქალაქის ცენტრალურ რაიონში ატარებს პირბადეს, რადგან რეგულაციები გამკაცდა.
სიდნეი, ავსტრალია 📸 Joel Carrett/EPA

ტოკიო 2020-ის ოლიმპიური თამაშების წინ, სერფერი ფერეირა ბრაზილიის გუნდიდან ცურიგასკას სანაპიროზე ვარჯიშობს.
ტოკიო, იაპონია 📸 Ryan Pierse/Getty Images

მომიტინგეები სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის დაბრუნების მცდელობას გმობენ, რადგან იგი გადააყენეს 2018 წელს.
ადის აბება, ეთიოპია 📸 Minasse Wondimu Hailu / Anadolu / Getty Images

გოგონა ქაშმირის ჩრდილოეთ ნაწილში, გუარესში, დოვარში.
ბანდიპორა, ინდოეთი 📸 Idrees Abbas / Sopa / Rex

სამხედრო აღლუმის დროს ტაჯიკი ჯარისკაცები გამოდიან.
დუშანბე, ტაჯიკეთი 📸 Tajik Presidential Press Service/Reuters

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ადამიანი ცენტრალური ჩინეთის გულ-სისხლძარღვთა საავადმყოფოში ეტლით გადაჰყავთ, რადგან ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ადგილი.
ჟენჯოუ, ჩინეთი 📸 China Daily / Reuters

შუქურის მეპატრონე თომას დალისონი კორდუანის შუქურის კართან.
Le Verdon-sur-Mer, საფრანგეთი 📸 Jacob King/PA

ლენინგრადის რკინიგზის სადგურის დეზინფექცია მიმდინარეობს კოვიდის პანდემიის ფონზე.
მოსკოვი, რუსეთი 📸 Sergei Karpukhin/Tass/Getty Images

„Sex Pistols–ის“ ყოფილი წევრი ჯონ ლიდონი, იგივე ჯონი როტენი, მიდის სასამართლოში, რადგან საქმე გრძელდება მასსა და ჯგუფის ყოფილ წევრებს შორის მათი სიმღერების სატელევიზიო შოუში გამოყენების უფლების შესახებ.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Justin Tallis/AFP/Getty Images

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარის“ ჟურნალისტს ემა გოგოხიას სენაკის თეატრის დარბაზში მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტს დარბაზი დაატოვებინეს, წულუკიანმა კი მას მიკროფონი აღარ დაუბრუნა.