სხვადასხვა

4 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1609789533
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია და იზოლაციაში იმყოფება.

იმნაძე აცხადებს, რომ კოვიდინფექციის ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით. თუმცა იმნაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინფექციის ახალ შტამი გაცილებით იოლად ვრცელდება და უფრო გადამდებია.

დღის პერსონა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ, აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

⏩ გიორგი გახარია: განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში

⏩ „მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის მაგალითია“ - კახა კალაძე პატრიარქზე

⏩ არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს: შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი

დღის ფრაზები

თეა წულუკიანი:

ბიზნესს სხვანაირად უნდა შევუწყოთ ხელი რომ აყვავდნენ და არა ისე, რომ ფეხმძიმე ქალი არ მიუშვან სამსახურში, რადგან 9 თვეში მას დეკრეტული შვებულებისთვის ფული უნდა უხადონ.

ირმა ინაშვილი:

„ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ 3 ან 4 დეპუტატის შესვლა პარლამენტში, ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს.

შალვა ნათელაშვილი:

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ოპოზიციის დაშინებაა.

დღის კარგი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ცუდი ამბავი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 4 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3028 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.62 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0605 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.72 თეთრი შეადგინა.

დღის უცხოური ამბავი

ბრიტანეთის სასამართლომ ცნობილი საიტის WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ასანჟის ექსტრადირება ფსიქიკური ხასიათის ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეუძლებელია.

აშშ-ში ჯულიან ასანჟს სასამართლომ დაუსწრებლად 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ჯაშუშობა და აშშ-ის სამხედრო დოკუმენტების უკანონო გამოყენება ედება ბრალად, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას დიდი ზიანი მიაყენა.

დღის ფოტო

ხანძარი სამეგრელოში - ძლიერი ქარის გამო პლანტაციებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არსებობს.

დღის ვიდეო

ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ ათასობით ერაყელმა ბაღდადში საპროტესტო აქცია გამართა.

კორონავირუსის ახალი
შტამი

ინფიცირება 998, გამოჯანმრთელება 1 892 -...

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.

1611385294

პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს  სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.

1611394646

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.

1611393232

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

1611391427

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

1611390740
ვაქცინა

ჯანმო: Covid 19-ის ვაქცინების მიწოდება დაბალშ...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას Pfizer / BioNTech–თან  და შესაძლებელია თებერვალში დაიწყოს ვაქცინების მიწოდება ღარიბი და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.

1611389422
გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე...

„თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია“, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას. 

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდა...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

The Guardian: რუსეთმა 2008 წელს საქართვე...

ბრიტანული გამოცემა The Guardian სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას  სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურია „მოსკოვი პასუხისმგებელია 2008 წელს საქართველოში მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე, ძარცვაზე და საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე“.