PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
4 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შევიდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს ირმა ინაშვილს, გოჩა თევდორაძეს და გიორგი ლომიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუჩერა, მათი ადგილი დაკავეს ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა. საკანონმდებლო ორგანოში შევიდა აგრეთვე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძე.
⏩„პატრიოტთა ალიანსიდან“ წასული დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან
⏩კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, ეს მნიშვნელოვანია
⏩კობახიძე: ორპარტიული პარლამენტი საკმარისი არ არის
თამარ გაბუნია:
მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს და ასე გამოკიდება ყველა მუტაციაზე ძალიან რთული იქნება
პაატა იმნაძე:
წესები ყველგან ერთნაირად უნდა დავიცვათ - ეკლესიაში, სუპერმარკეტში და აქციაზე
არჩილ თალაკვაძე:
ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში
ზურა ჯაფარიძე:
სინამდვილეში კრიზისი არის ადამიანების ტვინებსა და გულებში
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ, ვაქცინის პირველი დოზები, რაც შეიძლება ადრე მიიღოს.
დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ არაგვისპირში წყლით სავსე თხრილში შუა ხნის ქალის ცხედარია ნაპოვნი. ცნობილია, რომ ქალი ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა საიდანაც ორი დღის წინ გაუჩინარდა.
სამძებრო ოპერაციის შემდეგ კი 58 წლის ქალის ცხედარი თხრილში იპოვეს. ფერმის მფლობელის განცხადებით, ქალი მასთან 20 წელია მუშაობდა, მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციას არ შეატყობინა, რადგან ხშირად გადიოდა ხოლმე.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ განიხილეს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
ასევე აქცენტი გაკეთდა ვაქცინების ერთობლივი წარმოების შესაძლო პერსპექტივებზე. შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე კონტაქტები გაგრძელდება ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა სპეციალიზირებულ სტრუქტურებს შორის.
აგრეთვე განიხილეს უკრაინის შიდა შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი, პირველ რიგში, მინსკის "ღონისძიებათა პაკეტის" განხორციელებისა და "ნორმანდიის" სამიტების დროს მიღწეული შეთანხმებების კონტექსტში.
ზექიე მჟავანაძეს 109 წელი შეუსრულდა. საუკუნეზე მეტი წლოვანების ქალს, 90-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.
შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.
წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია“, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას.