PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყისა და მინდვრის ხანძრების ქრობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
ამავდროულად, გალის რაიონის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც ტყე იწვის.
⏩ გაგრის მახლობლად ხანძარი ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუახლოვდა
⏩ ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდი შეიქმნა
⏩ რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
დავით ზალკალიანი:
ჩვენ ფაქტობრივად უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. ევროკავშირს უნდა დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ჩვენი ფუნქცია. ამიტომ, ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან გაასმაგებულ ენერგიას, ყველა სტრუქტურის და ყველა ინსტიტუტის კონსოლიდაციას ამ მიზნის გარშემო, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
პაატა იმნაძე:
დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირად არის საჭირო ყველა ადამიანისთვის. გინდა მორწმუნე იყოს და გინდა ურწმუნო.
არქიმანდრიტი იოანე:
რა თქმა უნდა, მრევლს ველოდებით და ვთხოვთ, რომ იყოს დაცული დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად, რომ უსაფრთხოების ელემენტარული ზომები იყოს დაცული," - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შობის ღამის გარდა გადაადგილებაზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
პოლიციამ თბილისში 1999 წელს დაბადებული გ.ა. ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა.
ძმის მკვლელობაში ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა რაფაელ ვარნოკმა ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნებში გაიმარჯვა. ამომრჩეველთა ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ სწორედ ის იმარჯვებს.
წინასწარი შედეგებით, ვარნოკმა „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი კელი ლეფლერი დაამარცხა. საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ის პირველი შავკანიანი სენატორი იქნება ჯორჯიის შტატის ისტორიაში.
გაგრის მახლობლად ხანძარი ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუახლოვდა
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
დღეს, 23 იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის მმართველი ორგანო მიმდინარე მოვლენებზე დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.
აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება.
„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.
მიკრობლოგების სერვერმა Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ექაუნთი დაბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამენეიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მუქარად ჩაითვალა. ამის შესახებ www.npr.org იუწყება.