სხვადასხვა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ძირითად ჯგუფს შეხვდა

დავით ფურცხვანიძე შეხვედრა
15:01 25.09
დაკოპირებულია

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს დამკვირვებელთა მოვლინების თაობაზე. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ტრადიციულად გეგმავს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების საქართველოში გამოგზავნას. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან დამკვირვებელთა ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება.

შეხვედრისას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალური რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული მხარის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ძალისხმევების თაობაზე. მხარეებმა განიხილეს კოვიდ-19 პანდემიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოში მგზავრობის, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ წარმატებულ პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მიღება.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს პანდემიის დასაძლევად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები და ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ კონტროლირებადი ვითარება. მათ აქვე ხაზი გაუსვეს მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი 25 სექტემბერს 15:00 საათზე გეგმავს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციის ჩატარებას და 2020 საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს მისიის საქმიანობის ოფიციალურად გახსნას.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეს, 28 ოქტომბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტ...
23:09 28.10
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცილისწ...
22:59 28.10
„35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრ...
22:32 28.10
დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში...
22:22 28.10
ლენჯერი, კორონა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი...

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცე...
22:01 28.10
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენ...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავ...
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგ...
„ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გ...
სალომე ზურაბიშვილი: წადით მშვიდ და სამარ...
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ...