მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ ახალგაზრდა ბიჭს არ ზოგავენ, ყველანაირად იყენებენ და გაუგონარ სისულელეებს ალაპარაკებენ - ანდრია გვიდიანი ვარლამ გოლეთიანზე

ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge

„ხვდებიან, რომ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობამ აზრი დაკარგა და ნელ-ნელა მათი პროტესტი შინაარსს კარგავს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „რიონის მცველების“ ლიდერის ვარლამ გოლეთიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად გოლეთიანმა განაცხადა, რომ ის კერძო საკუთრებას ეწინააღმდეგება.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნამაჰვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბოლო ძალებს იკრებენ და უკვე ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეხებიან, როგორიც კერძო საკუთრება და, ზოგადად, კაპიტალისტური პრინციპებია:

„მესიჯბოქსში საინტერესო ცვლილებებია. როგორც ჩანს, „ნამახვანის“ წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ „გათურქების“, „სამშობლოს გაყიდვის“, „თურქული ოკუპაციის“, „5000 თურქის ჩამოსახლების“ და სხვა მსგავსი ბოდვების შესახებ გამოგონილი მითები უკვე აზრს კარგავს. ალბათ მიხვდნენ, რომ საზოგადოება არც ისე სულელია, რომ უსუსური და პარანოიდული ფსევდოსაფრთხეებით საზოგადოებრივი აზრი შეცვალო. შესაბამისად, მიდგნენ მათი ბრძოლის მთავარ ფაზას - საერთოდ არ უნდა აშენდესო, გინდ თურქი იყოს, გინდ ამერიკელი და გინდ ქართველი, მორჩა და გათავდაო!

ამ ახალგაზრდა ბიჭს არ ზოგავენ, ყველანაირად იყენებენ და გაუგონარ სისულელეებს ალაპარაკებენ. ხვდებიან, რომ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობამ აზრი დაკარგა და ნელ-ნელა მათი პროტესტი ფერმკრთალდება, უბრალოდ შინაარსს კარგავს. ამიტომ ბოლო ძალებს იკრებენ და უკვე ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეხებიან, როგორიც კერძო საკუთრება და, ზოგადად, კაპიტალისტური (ანუ თანამედროვე) პრინციპებია.

პრაქტიკულად, ვარლამ გოლეთიანმა დღეს აღიარებითი ჩვენება ჩვენება მისცა „თურქოფობიის“ უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. ბევრჯერ მითქვამს, რომ ხელოვნურია ის თურქოფობია, რომელიც აქციებზე ისმოდა - დღეს ეს თავადაც დაადასტურეს. ასე რომ, უკვე საკუთარ შეცდომებზევე იტეხთ კისერს. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ვერ მოიგებთ, იმიტომ, რომ არ ხართ მართლები!“ - აღნიშნავს ადნრია გვიდიანი.