მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამნისტიის კანონი, ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარე - 11 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“, - აცხადებს ივანიშვილი.

დღის ფრაზები

ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი

ბიძინა ივანიშვილი

ჩემი მისია შევასრულე

მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილის მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ

დღის პერსონა

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

„ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ“,- აღნიშნა კალაძემ.

დღის კარგი ამბავი

პატიმრობისგან გათავისუფლება, სასჯელის განახევრება - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. სასჯელისგან გათავისუფლდებიან პატიმრები, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული.

დღის ცუდი ამბავი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 796 პირი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 226 215 გამოჯანმრთელებულია.

დღის უცხოური ამბავი

კორონავირუსს მცირე დოზის რადიაცია ანადგურებს - რუსი მეცნიერები

რუსი და უზბეკი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი და მისი მუტაცია შესაძლოა, რადიაციის დაბალი დოზით განიკურნოს. ამის შესახებ ურალის ფედერალური უნივერსიტეტის პრესსამსახური იუწყება. ინფორმაციას kommersant.ru ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია ადამიანისთვის უსაფრთხო, რადიაციის დაბალ დონეზე. ამჟამად რუსი სპეციალისტები ამ საკითხს უზბეკ კოლეგებთან ერთად სწავლობენ.

დღის ფოტო

მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.