მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე 2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში. მისი გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის, ვინც თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი დააკლდება ჩვენს საზოგადოებას.

ჩემი კოლეგების სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.