მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ელჩის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს $506 000-ით დააფინანსებს

მცეთის ჯვრის რეაბილიტაციის სამუშაოები

აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს $506 000-ით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი ეწვევიან ჯვრის მონასტერს, რათა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციისთვის გამოყოფილი დაფინანსება აღნიშნონ.

საუკუნეთა განმავლობაში მცხეთის ჯვრის ტაძრის სამშენებლო მასალა საგრძნობლად დაზიანდა ქარის, ნალექებისა და ბიოლოგიური მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. ამჟამინდელი მდგომარეობა მძიმეა და თანდათან უარესდება. ამ პროცესის შესაჩერებლად და მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის უზრუნველსაყოფად გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა პროექტი მოამზადა და აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსება $ 506 000 ოდენობით მიიღო.

პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი.