მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა, წლის გაქცევა პოლიციის მანქანიდან - 15 აპრილის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ სამოქმედო გეგმა მიიღოს, რომლის თანახმადაც ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მოხდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.

„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოსა და უკრაინისთვის დრო დადგა“, - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ასევე, დასძინა, რომ უკრაინას და საქართველოს აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აქვთ.

ამასთან, ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დონბასის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა.

ინფორმაციისთვის, დღესვე საქართველოსა და უკრაინის პირველი პირების სატელეფონო საუბარი გაიმართა. შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვიოს.

იხილეთ აგრეთვე:

✅სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, უკრაინას სამუშაო ვიზიტით ეწვიოს

✅რუსეთის შემოჭრისთვის მზად ვართ - ზელენსკი

დღის პერსონა

ვარლამ გოლეთიანი

„ჩვენ, პიროვნულად არც ერთ ჯგუფთან დაპირისპირება არ გვაქვს და გაცხადებული გვაქვს, რომ მშვიდობიანი პროტესტია“,- ეს განცხადება რიონის ხეობის მცველმა გააკეთა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციას შეუერთდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რომლებმაც შესაძლოა, არეულობა გამოიწვიონ. მისივე თქმით, მიმდინარე აქცია არის მშვიდობიანი და რიონის ხეობის მცველები ემიჯნებიან ყველა სახის ძალადობას.

გოლეთიანი აცხადებს იმასაც, რომ მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ შესაძლოა, პოლიციასაც ჰქონდეს ინფორმაცია და ეს, გარკვეულწილად, ხელისუფლების ინტერესშიც შედის.

„ჩვენ, პიროვნულად არც ერთ ჯგუფთან დაპირისპირება არ გვაქვს და გაცხადებული გვაქვს, რომ მშვიდობიანი პროტესტია. რადგან ვხედავთ, რომ სხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, მივმართეთ პოლიციის უფროსს, ვუთხარით, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება, რაც გამოიწვევს მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაციას. ეს კი ცალსახად ხელისუფლების ინტერესშია.

ამიტომ, ამ ყველაფრის თავის ასარიდებლად ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ ამ პროცესს. თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში.

პოლიცია შორს იჭერს თავს, ვფიქრობ, მათ აქვთ შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაცია. არ ვიცი, თუ ასეა, ჩვენ გავემიჯნებით ამ პროცესს და დარჩებიან იმ ჯგუფების პირისპირ, რომლებსაც თვითონ არ გააკონტროლებენ“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, სოფელ გუმათში „ქართული მარშის“ წევრები ჩავიდნენ. ვიდეო ბლოგერმა დომენიკ მანგომ კი დააანონსა, რომ აქციას ისიც შეუერთდება.

აქციის მონაწილეები მათ შორის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობენ.

იხილეთ აგრეთვე:

„ჩვენ უნდა ვესაუბრებოდეთ პრემიერს“ - ვარლამ გოლეთიანი

დღის ფრაზები

ვოლოდიმირ ზელენსკი:

„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოსა და უკრაინისთვის დრო დადგა“

დავით ზალკალიანი:

„ჩვენ გვესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარესაა და ეს მზაობა არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული, როგორც ვაშინგტონში, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.“

თენგიზ ცერცვაძე:

„ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები.“

კახა კალაძე:

„კარგად ვარ, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები სამუშაო რეჟიმს და ერთად გავაკეთებთ ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება თბილისს.“

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3908 პაციენტი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 292 244 -ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა ჯამური რიცხვი კი 279 389-ია.

დღის კარგი ამბავი

პარლამენტმა 13 აპრილს მიიღო ახალი დადგენილება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე.

რის საფუძველზეც, შესაძლოა, ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა აიკრძალოს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში წერია რომ :

„ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს“.

დღის უცხოური ამბავი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება.

შესაბამის განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოწერა ხელი. სანქციები 32 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ წესდება. ასევე ის რუსეთის სუვერენულ საგარეო ვალსაც შეეხება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს რუსეთთან სტაბილურ ურთიერთობებს. ამასთანავე, ჩვენ უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ისეთ ქმედებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული" - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.


სანქციების დაწესება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას და აშშ-ის სახელმწიფო უწყებებზე რუსი ჰაკერების კიბერშეტევის საპასუხოდ განხორციელდა

დღის ფოტო

ფოტოგენური სინდიოფალა პირადობის მოწმობის ფოტოში.
ყაზბეგის ეროვნული პარკი 📸Nika Budagashvili

დღის ვიდეო