სხვადასხვა

ბაღის აღსაზრდელების მიერ შექმნილი „გაზაფხული“, ალპინისტი მემორიალზე, ფრანგი მევენახის „ხანძარი“ - 7 აპრილის მსოფლიო ფოტოებში

7 აპრილი
1617814894
დაკოპირებულია

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 7 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.


ალტო ტიო დიეგოს მკვიდრნი აღნიშნავენ ტრადიციულ კარნავალს, სადაც ნიღბიანთა ჯგუფი ქუჩებში ცეკვავს.
Veracruz, Mexico📷 Ezra Acayan/Getty Images


კრის ბრაუნი, ქალაქის მაცნე და ვიმბორნის მერის სერჟანტი, 12 აპრილს ლოკდაუნის შემსუბუქების აღსანიშნავად, ტრადიციას ასრულებს.
Wimborne, UK 📷Andrew Matthews/PA


სოციალური მუშაკი უღებს ფოტოს მათ, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს, სამსახურის გარეშე დარჩნენ და სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას იღებენ.
Manila, Philippines 📷Ezra Acayan/Getty Images


სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე.
Yerevan, Armenia 📷Stepan Poghosyan/Photolure/Tass/Getty


საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ტილოზე გაზაფხულის თემატიკაზე ხატავენ.
Nantong, China 📷Xu Hui/VCG/Getty Images


ლაურენს ფოქსი, ბრიტანელი პოლიტიკოსი ლონდონის მერის არჩევნებისთვის მანიფესტის დაწყებისას, მამაკაცს სიგარეტს უნთებს.
Westminster, UK 📷Ian West/PA


ფრანგი მევენახე წვავს ჩალას, რომ ვენახი ყინვისაგან დაიცვას.
Touraine, France 📷Guillaume Souvant/AFP/Getty Images


ალპინისტი წყლის ჭავლით რეცხს საგამოფენო ცენტრში კოსმოსის დამპყრობელთა ძეგლს.
Moscow, Russia 📷 Sergei Savostyanov/Tass/Getty Images


ფერმერი თამბაქოს გაყიდვის სეზონის პირველ დღეს ამოწმებს თამბაქოს ფოთლებს.
Harare, Zimbabwe 📷 Aaron Ufumeli/EPA


ცისფერი ცა - შესანიშნავი ფონი ფოტოსთვის.
Blyth, UK 📷 Owen Humphreys/PA


ინდოელი ქალი შვილებთან ერთად ელოდება მატარებელს ლოკმანიას ტილაკის ტერმინალში.
Mumbai, India 📷 Rafiq Maqbool/AP

აქტივისტები პოლიციის მანქანაში სხედან მას შემდეგ, რაც ლონდონში, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
Canary Wharf, UK 📷Photograph: Toby Melville/Reuters

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას ციხეში ხილი მიუტანა.
📷ფოტო: სოციალური მედია

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

1619174328

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

1619173794

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1619173586

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619173102
დავით ნარმანიამ
საქართველოს ბიზნეს
ასოციაციის
წარმომადგენლებს
ელექტროენერგეტიკის
სექტორში რეფორმების
მიმდინარეობის პროცესი
გააცნო

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი: ნუ ვახურდავებთ ძალიან...

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.