მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა, ლარი გამყარდა, მეუფე იაკობსა და ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართება - 16 ივნისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა შედგა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა. პუტინი ჟენევაში დღეს ჩავიდა.

მოლაპარაკების დროს საუბარი, სავარაუდოდ, სტრატეგიულ სტაბილურობას, პანდემიასთან ბრძოლას, ლოკალურ კონფლიქტებს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო. მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს ჰაკერული შეტევების შესახებ ესაუბრება, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის წინაშე, აშშ-ის და მისი მოკავშირეების ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅პუტინი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვდა საკითხები, რომელიც უმაღლეს დონეზე შეხვედრას საჭიროებდა

✅ვლადიმერ პუტინი ჟენევაში ჩაფრინდა

✅ბაიდენის და პუტინის შეხვედრა მეგობრული არ იქნება - BBC

დღის პერსონა

მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა გაიმართება

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 17 ივნისს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში შეხვდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით იქნება.

შეგახსენებთ, რომ პანსიონატში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.

იხილეთ გრეთვე:

✅საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

✅„თუ დარღვევები იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებ, არ დამჭირდება ვინმესთან შეთანხმება“ - მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

✅„მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო“ - გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონის შესახებ

დღის ფრაზა

ვლადიმერ პუტინი:

„რუსეთ-ამერიკის ხანგრძლივ ურთიერთობებში დაგროვდა ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებდა უმაღლეს დონეზე შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა პროდუქტიული იქნება“

ჯეიმს აპატურაი:

„დახურულ კარს მიღმა ალიანსის ბევრმა ლიდერმა წამოჭრა საქართველოს თემა და ისაუბრა საქართველოზე“

რომან გოცირიძე:

„ლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, ფასების ზრდას ვერაფერი შეაჩერებს“

პაატა იმნაძე:

„დელტა შტამს ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს. სიმპტომატიკაც ცოტა განსხვავებულია. უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს - იქ პრაქტიკულად სურდო არ იყო ხოლმე“

გია ვოლსკი:

„ის სკანდალური და ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, პირიქით – ეკლესიისთვის ზიანის მიყენება“

ეკატერინე ტიკარაძე:

„სახალხო დამცველს გააჩნია საკუთარი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული“

საპატრიარქოს იურისტი:

„პანსიონში 23 აღსაზრდელია და იმის საჭიროება, რომ სრულად იყოს დაწესებულება დატვირთული, აღარ არსებობს“

დღის კარგი ამბავი

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1657 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.94 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8356 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.36 თეთრი შეადგინა.

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.3701 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.4674 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 ივნისიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5096 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,34%, ბოლო 14 დღის - 2,54%, ბოლო 7 დღის - 2,36%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩვენი გათვლებით, COVID 19-ის დღევანდელი შემთხვევის დაახლოებით 10%, არის ინდური ანუ დელტა შტამი“- პაატა იმნაძე

✅რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC

✅„დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული“- პაატა იმნაძე

დღის უცხოური ამბავი

ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ ეფექტიანია - BBC

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ყველა ცნობილი შტამის მიმართ ეფექტიანია. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი (დელტა) უფრო გადამდებია, მისი წინააღმდეგაც ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია, ის პაციენტს Covid 19-ის მძიმე ფორმისგან და ლეტალური შედეგისგან იცავს.

კვლევები ორგანიზაცია Public Health England-მა ჩაატარა, რომელიც 12 აპრილიდან 4 ივნისამდე ინფიცირების სტატისტიკას სწავლობდა.

საერთო ჯამში დელტა-შტამი 14 ათას ადამიანს დაუდგინდა, რომელთა შორის ვაქცინირებული ადამიანებიც იყვნენ. მათ შორის სამედიცინო დახმარება მხოლოდ 166 ადამიანს დასჭირდა, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი არ იყო.

Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზით აცრის შემდეგ ადამიანის დაცულობა კორონავირუსის მძიმე ფორმისგან 94%-ს შეადგენს, ხოლო მეორე ვაქცინაციის შემდეგ ის 96%-ს უტოლდება. AstraZeneca-ს ეფექტიანობა პირველი აცრის შემდეგ 71%-ს და მეორე ვაქცინის მიღების შემდეგ 96%-ს შეადგენს.

იხილეთ აგრეთვე:

811 ინფიცირება, 672 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

დღის ვიდეო

ჯო ბაიდენს პუტინთან შეხვედრის დროს სიცილი აუტყდა