მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბარნოვის N83-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბარნოვზე

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. სხვადასხვა პროექტთან ერთად, ამ ეტაპზე, ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობის მიმართვიანობის საფუძველზე და მათი უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობისას გამაგრდა და განახლდა ავარიული სახლის საფუძველი და კედლები. მანამდე კი, გადახურვის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ სახლში რვა ოჯახი ცხოვრობს.

დასრულებულ პროექტს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

„გასული წლების მსგავსად, ავარიული სახლების გამაგრების პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულ სახლში ცხოვრება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ მისი რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

ბარნოვის N83-ში გამაგრების პროექტის ღირებულება დაახლოებით, 146 000 ლარს შეადგენს.