სხვადასხვა

ბატონო მამუკა, თბილისი „შპს“ არ არის,  დედაქალაქს სჭირდება პოლიტიკოსი მერი, რომელიც მენეჯერული უნარებით იქნება აღჭურვილი და არა პირიქით! - დავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეს

დავით ჩიხელიძე: გუშინ,
ოპოზიციამ კიდევ ერთხელ
ესროლა ტალახი
საზოგადოების ღირსეულ
წარმომადგენლებს
1622716662
დაკოპირებულია

„როგორც გამოჩნდა ხაზარაძე და პოლიტიკა ერთმანეთს აცდენილია, მან არც პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთება იცის და არც პოლიტიკის წარმოება. დღეს მორიგი მარგალიტი გააჟღერა, რომ თბილისს ზეპარტიული, მეურნე მერი სჭირდება, თურმე მოსახლეობა დაიღალა იმის მოსმენით, თუ რამდენი ახალი ავტობუსი შეიძინა მერიამ და ა.შ.“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა სრულად პასუხობს ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ქალაქი ყოველდღიურად ვითარდება.

ამასთან, დავით ჩიხელიძე თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროგრამების ნაწილზე საუბრობს:

„ბატონო მამუკა, თბილისი „შპს“ არ არის, დედაქალაქს სჭირდება პოლიტიკოსი მერი, რომელიც მენეჯერული უნარებით იქნება აღჭურვილი და არა პირიქით! ის, რომ პრობლემები მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქშია, დავას არ იწვევს. არ არსებობს იდეალური და ყველას მოსაწონი ქალაქი, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდება, სწორედ ავტობუსების შემოყვანა და კომფორტული მგზავრობა მნიშვნელოვანია (სხვა ბევრ საკითხთან ერთად). ეს ნიშნავს, რომ თბილისს ერთით ნაკლები პრობლემა აქვს. ასევე, ქალაქში ხორციელდება უამრავი სოციალური პროგრამა, რომელიც თბილისის მცხოვრებლების კეთილდღეობისთვის ემსახურება, მერი და მერია ცდილობს მოსახლეობა პრობლემების წინაშე მარტო არ დატოვოს და მათ მაქსიმალურად გვერდში უდგას. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა კულტურას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას, ინფრასტრუქტურას, ბიზნესს და ა.შ.

პროგრამების მცირე ჩამონათვალი:

  • კომუნალურის სუბსიდირება
  • სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება
  • სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება
  • სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები
  • შინმოვლის თანადაფინანსება
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
  • მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა და სხვა მრავალი პროგრამა

დამეთანხმებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა სრულად პასუხობს ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ქალაქი ყოველდღიურად ვითარდება. დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტილის ქალაქი, რაც გულისხმობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ეკოლოგიას, ეკონომიკას და ა.შ.“ - აცხადებს ჩიხელიძე.

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.