მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა „ნაკადული“ გაიხსნა

ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა „ნაკადული“ გაიხსნა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 25 ოქტომბერს ქალაქ ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა „ნაკადული“ გაიხსნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, სკოლას ქართველი პედაგოგებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი უხელმძღვანელებს.