სხვადასხვა

ბექა მჭედლიშვილი ალეკო ელისაშვილს: კაცს ბარამიძე რომ ხმას გაგაწყვეტინებს, რა უნდა მოგთხოვო

თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული
კომუნიკაციებისა და
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე
1605783441
დაკოპირებულია

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა.

როგორც ბექა მჭედლიშვილი აღნიშნავს, ჯარისკაცებს კომფორტული ფეხსაცმელი და კომფორტული გადაადგილების საშუალება სჭირდება და ეს ყველას უნდა ესმოდეს:

„ყოვლისმცოდნე ელისაშვილი ისევ იმას ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში, ღარიბაშვილი ჯარისკაცებისთვის სამარშრუტო ტაქსებს და ფეხსაცმელებს ყიდულობსო... ჯერ ერთი ის უნდა გესმოდეს რომ ჯარისკაცებს კომფორტული ფეხსაცმელიც სჭირდებათ და კომფორტული გადაადგილების საშუალებაც. და კი ფორმებიც ახალი აქვთ ჯარისკაცებს, ფეხსაცმელებიც, საკვებიც საუკეთესო, დაზღვევაც, გადაადგილების საშუალებებიც კომფორტული...

შეიარაღებას რაც შეეხება, რაც წლებია არ გაკეთებულა წელს გაკეთდა, საჰაერო თავდაცვა, ავიაციის აღდგენა, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, ახალი პარტია ჯაველინები, მთელ ჯარს ახალი M4-ები, დელტას წარმოებული 40 ერთეული საბრძოლო მანქანა რომელიც ჯარს გადაეცა, ათასობით ჭურვი, ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ასე შემდეგ... და ყველაფერი ექნება ჯარს, რაც სჭირდება და არასოდეს არ ჰქონია!

მეორე, წინ რომ ადამიანი გიზის, რომლის პოლიტიკურმა პარტნიორმა და დამფინანსებელმა ჯარი გააღატაკა და გაძარცვა და შენ ამ აბსოლუტურად სულელური ჭორაობისთვის გცალია, იმის ნაცვლად რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში წინ ვინც გიზის იმას გაეჯგიმო და პასუხი მოსთხოვო და არა ეკრანიდან „ივაჟკაცო“, გეტყობა როგორც გადარდებს რეალურად ჯარის მდგომარეობა. პრინციპში, კაცს ბარამიძე რომ ხმას გაგაწყვეტინებს პირდაპირ ეთერში, რა უნდა მოგთხოვო, მაგრამ მაინც.. და მესამე, არ მგონია არ იცნობდე მოქმედი ჯარისკაცებიდან რამდენიმე კაცს მაინც, ხოდა კითხე შენს სულელურ ბოდვაზე რას ფიქრობენ და რას გიპასუხებენ, არ გამოგვაპარო, ეთერიდან გვამცნე. პ.ს და შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა?“, - აღნიშნულია ბექა მჭედლიშვილის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების პარალელურად ის სამარშრუტო ტაქსების შეძენითაა დაკავებული.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

1623739164

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

1623738160

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

1623738073

ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1623734506
პარტია საქართველოსთვის
დამფუძნებელი

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

პრემიერი ბრიუსელის ფორუმზე, ვაქცინაცია ტ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდ...

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

კახა კუჭავა ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.