მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დატბორილ სოფელში მოცურავე ბიჭი, ვულკანის ამოფრქვევა ესპანეთში, კახელი ყურძნის ქურდი ენოტი - 29 სექტემბრის მსოფლიო ფოტოებში

29 სექტემბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 29 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ფემინისტური ჯგუფის წევრები უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ.
მეხიკო, მექსიკა 📸 Toya Sarno Jordan/Reuters

ტროპიკული ქარიშხალისაგან გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ ადგილობრივი თევზაობს.
ლოპბური, ტაილანდი 📸 Lillian Suwanrumpha/AFP/Getty Images

კაცი უფასო ფილმის ჩვენებაზე ცარიელ სკამებს შორის ზის.
სინგაპური 📸 Edgar Su/Reuters

უინძორის ციხესიმაგრის თანამშრომლები მისაღებ ოთახში მე-19 საუკუნის მოოქროვილი ბრინჯაოს სასანთლეს ასუფთავებენ.
ვინდსორი, დიდი ბრიტანეთი 📸 Royal Collection Trust/PA

ატრაქციონზე ყოფნისას თალიბანის მებრძოლს თან აქვს რაკეტსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
ქაბული, ავღანეთი 📸 Wakil Kohsar/AFP/Getty Images

ესპანეთის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავა ატლანტის ოკეანეში ჩაედინება.
ლა პალმა, კანარის კუნძულები 📸 Borja Suarez/Reuters

მხატვარი უეინ ბინიტი მის შუშის ქანდაკებას ათვალიერებს.
გლაზგო, შოტლანდია 📸 Jane Barlow/PA

დენგეს ცხელების მქონე პაციენტები კოღოების საწინააღმდეგო ბადის ქვეშ, ნათესავები მათ საავადმყოფოში სტუმრობენ.
ლაჰორი, პაკისტანი 📸 Arif Ali/AFP/Getty Images

ეროვნული ვაქცინაციის კამპანიის დროს ჯანდაცვის წარმომადგენელი მოქალაქეს Covid 19-ის ვაქცინას უკეთებს.
სილეტი, ბანგლადეში 📸 Md Rafayat Haque Khan/Eyepix G/Barcroft Media/Getty Images

ხალხი რიგში დგას, რათა გადალახოს სასაზღვრო კარიბჭე პაკისტანში მისასვლელად.
ყანდაარი, ავღანეთი 📸 Bilal Guler/Anadolu Agency/Getty Images

ტაილანდის ცენტრალურ პროვინციაში ბიჭი ცურავს დატბორილ სოფელში. აღნიშნულ ადგილას ტროპიკული ქარიშხალი დიანმუს მიერ გამოწვეული წყალდიდობები გრძელდება.
ლოპბური, ტაილანდი 📸 Lillian Suwanrumpha/AFP/Getty Images

კახელი ენოტი მოქალაქეს ყოველ საღამოს პარავს ყურძენს. „ხან მარტო, ხან დედმამისშვილთან ერთად. პატარები არიან და ლამაზები“ - აღნიშნავს ალექსანდრ ოსიაშვილი.
საქართველო, კახეთი 📸 Aleksandr Osiashvili