სხვადასხვა

დავით ჩიხელიძე: თავდაცვის სამინისტრო მრავალ კომპონენტში გახდა მისაბაძი უწყება

ჩიხელიძე: გუშინ, ოპოზიციამ
კიდევ ერთხელ ესროლა
ტალახი საზოგადოების
ღირსეულ წარმომადგენლებს
1623241440
დაკოპირებულია

7 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბატონმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის დელეგაციას უმასპინძლა, შეხვედრას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადამ სტერლინგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ენდრიუ შოფერი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, მიუხედავად ტალახის სროლის არაერთი მცდელობისა, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს:

„შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში, ასევე აღინიშნა, რომ აშშ-სთვის რეგიონში საქართველოს როლი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. საინტერესოა ერთი დეტალი, საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობით განებივრებული არ არიან, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილის ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პარტნიორებისთვის საქართველოს მნიშვნელობას და ადასტურებს იმ რეფორმების მართებულობას, რომელიც სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო, შემდეგ კი ესტაფეტა ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა, რომელიც დღენიადაგ, საკუთარი უწყების განვითარებაზე ზრუნავს.

მიუხედავად ტალახის სროლის არაერთი მცდელობისა, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ სამინისტროში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს, აღნიშნავენ მის ტექნიკურ/ტაქტიკურ სრულყოფას და ნატო-ს სტანდარტებთან თანხვედრას. შეხვედრის დროს სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს და აშშ-ს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში დღითი დღე იზრდება საქართველოს როლი. საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში არა რიგითი, არამედ ლიდერი ქვეყანა გახდეს. თავდაცვის სამინისტრო მრავალ კომპონენტში გახდა მისაბაძი უწყება, სადაც ყოველ სიტყვას, საქმე მოსდევს, მჯერა, ასეთი ნახტომისებრი პროგრესით, რომელიც უწყებამ ბოლო ორ წელში განიცადა, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანა!“ - აცხადებს ჩიხელიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

რაჭაში უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე.

1624446607

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

1624446485

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1624445887

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1624445158
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი: კანონპროექტის შემუშავებით ჩვ...

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტს პარლამენტი მუხლობრივად მეორე დღეა იხილავს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

„პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებ...

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

„თავისუფლება ზაზას“ - გახელაძის ოჯახი აქ...

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს.