მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით სერგეენკო საქართველოს რაგბის ნაკრებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს

სერგეენკოს სიტყვით გამოსვლა

„21 ნოემბერს, საქართველოს რაგბის ნაკრები უელსის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. რაგბი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მინდა ბიჭებს, ვინც ამ არაჩვეულებრივ თამაშს თამაშობენ, წარმატება ვუსურვო. ჩვენი გულმხურვალე მხარდაჭერა მათ!"- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ  განაცხადა. 

საქართველოს რაგბის ნაკრების მხარდაჭერის გამოსახატად „ქართული ხმების“ ანსამბლმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ვიდეო მიმართვა ჩაწერა და ამ ფორმით ეროვნული ნაკრების წევრებს წარმატება უსურვა.