მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დედა გედი თავის ჭუკთან ერთად, ფერადი პუფინი კუნძულზე, ფეხსაცმელების მაღაზია ინდოეთში - 9 ივნისის მსოფლიო ფოტოებში

9 ივნისი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 9 ივნისს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ატლანტიკური პუფინი საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე.
საფრანგეთი📸Loïc Venance/AFP/Getty Images

კურიერების რიგი მაკდონალდსის ახალ განყოფილებაში.
ბოგორი, ინდონეზია📸Aditya Aji/AFP/Getty Images

ბრაზილიაში ადგილობრივი ტომები პროტესტს გამოხატავენ ეროვნული კონგრესის შენობის წინ. კონგრესი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ძირძველი ტერიტორიების დემარკაციის წესებს ცვლის.
ბრაზილია📸 Evaristo Sa/AFP/Getty Images

ნავი მიცურავს ლორწოვანი გარსის მქონე წყალში. ე.წ. ჟელეს მსგავსი შლამი ვითარდება წყლის ზედაპირზე ფიტოპლანქტონის გადაჭარბებული გამრავლების გამო.
თურქეთი📸Yasin Akgül/AFP/Getty Images

ფეხსაცმელების მაღაზია ინდოეთში.
გუვაჰატი, ინდოეთი📸Anupam Nath/AP

სასაზღვრო ძალების ოფიციალურ პირებს ორსული ქალი ნავმისადგომში აიყვანეს და სპეციალურ დაწესებულებაში გადაჰყავთ.
დოვერი, დიდი ბრიტანეთი📸Dan Kitwood/Getty Images

დედა გედი თავის პატარა ჭუკთან ერთად.
ვინიცა, უკრაინა📸Oleksandr Lapin/ Ukrinform/Barcroft Media/Getty Images

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეტ ჰენკოკი, დაუნინგ სტრიტზე ჩასვლისთანავე სახიდან პირბადეს იხსნის.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი📸Rob Pinney/Getty Images

მოქალაქე საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ უბანზე.
ულან-ბატორი, მონღოლეთი📸Rentsendorj Bazarsukh/Reuters

სტუმრები, რომლებსაც ტრადიციული ჩონგსამის კაბები აცვიათ, სტუმრობენ სოფელ ლიუხუავანში მზარდ ლოტოსის ყვავილებს.
სანდუ, ჩინეთი📸Costfoto/Barcroft Media/Getty Images

ლივერპულის საკათედრო ტაძარში მშვიდობის მტრედების ხელოვნების ინსტალაციას ვიზიტორები ათვალიერებენ.
ლივერპული, დიდი ბრიტანეთი📸Peter Byrne/PA

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი, 32 კილომეტრიანი ბილიკი გაიხსნა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი📸საქართველო