მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს 15 სომეხი სამხედრო საკუთარ ოჯახთანაა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით მოხდა - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი ახალი ჯგუფი

„შეუძლებელია შეფასების გარეშე დავტოვოთ საქართველოს პრემიერ მინისტრის ჰუმანური ნაბიჯი, დღეს 15 სომეხი სამხედრო, საკუთარი ოჯახის წევრებთანაა, აღნიშნული სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით და უშუალო ჩართულობით მოხდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

აღნიშნულ ფაქტს ჩიხელიძე დიდ პოლიტიკურ მოვლენას უწოდებს:

„აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ტყვეების გათავისუფლების ფაქტს, საქმე გვაქვს დიდ პოლიტიკურ მოვლენასთან. საქართველო ისტორიულად რეგიონის ლიდერი და მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, სწორედ საქართველოში წყდებოდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს მეზობლებს აწუხებდათ/ეხებოდათ. ბოლო დროს კი საქართველოს ლიდერობა ფურცელზე დარჩა. სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს საკუთარი როლის ტარება უჭირდა, ასეთ დროს კი ირაკლი ღარიბაშვილმა გამოიჩინა გამბედაობა და რეგიონის ორ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს დიალოგის შესაძლებლობა მისცა, რომელიც დიდებული შედეგით დასრულდა.

შესაძლოა, 12 ივნისი საქართველოსთვის, დიდი შემობრუნების თარიღად იქცეს, თარიღად როცა საქართველომ საკუთარი როლი დაიბრუნა. შეუძლებელია, ხვალინდელი დღე ისეთი იყოს, როგორიც გუშინდელი, რადგან ჩვენ უკვე სხვა სიმაღლეზე ვართ, პატივს გვცემენ და ჩვენს სიტყვას ანგარიშს უწევენ, რაც ცალსახად პრემიერ მინისტრის დამსახურება გახლავთ. ბატონი პრემიერი რამდენიმე კვირის წინ ვიზიტით სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს ესტუმრა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვან ვიზიტები იყო, რომლებიც რეგიონში საქართველოს როლის ზრდას ემსახურებოდა. როგორც ვხედავთ პირველი შედეგი უკვე გვაქვს, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო თამაშში დააბრუნა. პრემიერის დამსახურებით ნდობა და შემრიგებლის როლი დავიბრუნეთ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.