მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ამდენი კლინიკა არ სჭირდება

ჯანდაცვის მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს არ ესაჭიროება იმ რაოდენობით კლინიკები, რაც ამჟამად არის. 

„მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ საწოლფონდის ერთეულებით 100 000 მოსახლეზე დაითვალოს საჭიროება, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით შეგვიძლია უკვე 100 000 მოსახლეზე კლინიკები დავთვალოთ. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს.

სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თუ რატომ არის საქართველოში ბევრი კლინიკა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით ეს ბიზნეს ინტერესებით არის განპირობებული. რადგან კარგ ბიზნესათ ითვლება და ამავდროულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.