მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში“- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

„ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“-  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში.

„ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში
ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში".

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“- წერს ანდრია ჯაღმაიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები ექიმები, ექთნები აიცრებიან.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ამირან გამყრელიძემ დაასახელა დრო, როცა საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

✔️„გუშინ დღის ბოლომდე 727 ადამიანი იყო აცრილი, დღეს ეს პროცესი გრძელდება“- თამარ გაბუნია

✔️„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“ - გიორგი ფხაკაძე