მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისო ბოლქვაძე: ადამიანი გამოდის 10 წლის შემდეგ, იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

„ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მსახიობ ბესო ზანგურის წარმოთქმული ბრალდებების მიმართ.

„ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა.“

ელისო ბოლქვაძემ რობერტ სტურუას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალადობა არ წაუხალისებია.

„ეს არ არის ძალადობის წახალისება. რობერტ სტურუა არის ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი. იმ ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ.“ - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ბესო ზანგურთან ქორწინების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მას სისტემატურად, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული, რობერტ სტურუას სპექტაკლი „იულიუს კეისარი“ მოხსნა, რომელშიც ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი ბესო ზანგური ბრუტუსის როლს თამაშობდა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„თუკი მსხვერპლი მოძალადეს არ უჩივის, თეატრი მსახიობს ვერ გაათავისუფლებს“ - თეატრთმცოდნე

✔️ ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას პასუხობს