მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელვა ისქენდერუნის ყურეში, ყველაზე დიდი წყლის შროშანი, გაკვეთილი ღია ცის ქვეშ - 16 სექტემბრის მსოფლიო ფოტოებში

16 სექტემბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 16 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ბავშვი ეხება პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, საარჩევნო კამპანიის დროს კვებეკში, რესტორან St Mark–ში
ლონგუილი, კანადა 📸 კარლოს ოსორიო/როიტერი

გოგონა იყურება მიკროსკოპში, როცა ის ესწრება გაკვეთილს ღია ცის ქვეშ. დასავლეთ ბენგალში კორონავირუსის გამო სკოლების დახურვის შემდეგ კედელი დაფის ფუნქციას ასრულებს.
ჯობა ატპარა, ინდოეთი 📸 რუპაკ დე ჩოუდური/როიტერი

SpaceX Crew Dragon კაფსულის გაშვება Falcon 9 რაკეტის თავზე ფლორიდის კენედის კოსმოსურ ცენტრში Pad 39A– დან აფრენის შემდეგ, სამოქალაქო ეკიპაჟთან ერთად.
კეიპ კანავერალი, აშშ 📸 md/AP

კაცი მეგობრის დაკრძალვაზე თუთიყუშთან ერთად მივიდა. 93 წლის კაცი კორონავირუსმა იმსხვერპლა, მანმდე კი დაავადებამ მისი შვილი შეიწირა.
სანტიაგო, ჩილე 📸 ესტებან ფელიქსი/AP

სუდანის ლტოლვილები მუშაობენ თეთრი ნილოსის ადიდების მიერ დაზიანებული ქოხის შეკეთებაზე. ლტოლვილთა ბანაკში, რომელიც ძლიერი წვიმის შემდეგ დაიტბორა, 65 000 ადამიანს სახლების დატოვება მოუხდა.
ალ ყანა 📸 აშრაფ შაზლი / AFP / Getty images

ელვა ისქენდერუნის ყურეში
ჰათაი, თურქეთი 📸 Anadolu Agency / Getty Images

რკინიგზაზე მომუშავე სარაკეტო ლეგიონის წვრთნა
ჩრდილოეთ კორეა 📸 KCNA/AFP/
Getty Images

პოლიციის კურსდამთავრებულები ფიცის დადების ცერემონიაზე. ღონისძიებაზე ფიცი ერთად დადო 2019 და 2020 წლის 2 750-მა კადეტმა, რადგან გასულ წელს კორონავირუსის გამო აღნიშნული ცერემონია არ გამართულა.
კიოლნი, გერმანია 📸 Lukas Schulze/Getty Images

კინომოყვარული ელოდება ფილმის დაწყებას. ქალაქის ყველა კინოთეატრი 16 სექტემბრიდან გაიხსნა.
ჯაკარტა, ინდონეზია 📸 ადი ვედა/EPA

მებაღე - ბოტანიკოსი ალბერტო ტრინკო „ვიქტორია ამაზონიკას“ უვლის. „ვიქტორია ამაზონიკა“ მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის შროშანის სახეობაა.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 📸 დომინიკ ლიპინსკი / PA

ირმის მყვირალობის დასაწყისი ლაგოდეხის ნაკრძალში
ლაგოდეხი, საქართველო 📸 დაცული ტერიტორიების სააგენტო