სხვადასხვა

ელვისებური დარტყმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, ბადეში გაბმული მწყერი, დაუღალავი თბილისელი მეეზოვე - 14 სექტემბრის მსოფლიო ფოტოებში

14 სექტემბერი
1631636997
დაკოპირებულია

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 14 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ტაილანდში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტების მიერ ნასროლი ფეიერვერკი სპეცრაზმის ხაზის წინ აფეთქდა.
ბანკოკი, ტაილანდი📸Reuters

პენჯაბის პოლიციის ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ქალებისგან არის დაკომპლექტებული. რაზმის წევრები ქალთა წინააღმდეგ დანაშაულის აღმოსაფხვრელად მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან.
ამრიცარი, ინდოეთი📸Narinder Nanu/AFP/Getty Images

ჭექა-ქუხილის დროს ელვისებური დარტყმა ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე.
აშშ, ნიუ-იორკი📸Gary Hershorn/Getty Images

Black Lives Matter-ის მომიტინგე სამართალდამცველს უპირისპირდება.
ნიუ-იორკი, აშშ📸Peter Foley/EPA

სამხრეთ კორეული ჯგუფის BTS-ის წევრები. ბოიბენდის წევრები მომავალი თაობებისა და კულტურის დარგში სპეციალურ წარმომადგენლად მათი დანიშვნის აღსანიშნავად მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან.
სეული, სამხრეთ კორეა📸Yonhap/EPA

საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნებისდამცველი ორგანიზაცია Greenpeace–ის აქტივისტებმა წარმომადგენელთა პალატის შენობაზე დიდი ბანერი გააკრეს.
ჰააგა, ნიდერლანდები📸Robin van Lonkhuijsen/EPA

გარდაცვლილი ფრანგი მუსიკოსის ჯონი ჰალიდეის თაყვანისმცემლები. ჰალიდეი, საფრანგეთის უდიდესი როკ ვარსკვლავია, რომელიც სიმსივნის დიაგნოზით 2017 წელს გარდაიცვალა.
პარიზი, საფრანგეთი📸Yoan Valat/EPA

პალესტინელმა კაცმა ბადეში გაბმული მჭყერი დაიჭირა.
ხან იუნისი, ღაზას სექტორი📸Ibraheem Abu Mustafa/Reuters

ლივერპულის ეროვნული მუზეუმების გალერეის თანამშრომელი ვალტერ სიკერტის ნახატების ჩვენებამდე. ლივერპული, ინგლისი📸Phil Noble/Reuters

თბილისელი მეეზოვეები დაუღალავად მუშაობენ, რომ სუფთა ქუჩები დაგხვდეს.
თბილისი, საქართველო📸გოგა ჩანადირი

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013
აშშ-ს დაავადებათა
კონტროლის ცენტრის
დირექტორი

„არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის...

„კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

1632037406
„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.