სხვადასხვა

ენმ-ის პარლამენტში მისვლა, გამყარებული ლარი - 8 ივნისის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1623180836
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში სრული შემადგენლობით ჩაერთვება.

ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში 32-წევრიანი ფრაქცია ექნება. ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ. მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ განცხადებები პარლამენტში მოგვიანებით გაკეთდება.

პარლამენტში ასევე უკვე იმყოფებიან კობა ნაყოფია, ზაალ უდუმაშვილი, ხატია დეკანოსიძე, თინა ბოკუჩავა და პარტიის სხვა დეპუტატები.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

🔴 „სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ, მე ვდგავარ ტრიბუნასთან და გესაუბრებით“

🔴 „პარლამენტში საქმის საკეთებლად შევდივართ“

დღის პერსონა

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და განუცხადა, რომ „სამართალი მართლა ურმით დადის და ეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა“.

ლევან იოსელიანის თქმით, მას „ნაცმოძრაობისთვის“ ბევრი აქვს სათქმელი, თუმცა, ტრიბუნას უფრო მნიშვნელოვანი საკითხისთვის გამოიყენებს და სათქმელს სხვა დროს იტყვის.

„პირველ რიგში მოგილოცავთ პარლამენტში შემობრძანებას. არ ვაპირებ ახლა ეს ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხი გავცე ყველა იმ ბრალდებას, რაც თქვენ, თქვენმა პარტიამ მე და ალეკო ელისაშვილს გვესროლეთ. ამის საშუალება აუცილებლად გვექნება. ყველაფერზე აუცილებლად გაგცემთ პასუხს.

უბრალოდ, ვიტყვი ერთ რამეს, რომ სამართალი მართლა ურმით დადის და ეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ და მე ვდგავარ ტრიბუნასთან და გესაუბრებით. ბევრი რამის თქმა შემიძლია, ოღონდ მირჩევნია იმ საკითხზე ვილაპარაკო, რაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად ადარდებთ. ჩვენს მოქალაქეებს ადარდებს ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც. პარტიის ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში საქმის გასაკეთებლად შევიდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ (ვიდეო)

🔴 თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

🔴 „პარლამენტში საქმის საკეთებლად შევდივართ“ - რომან გოცირიძე

დღის ფრაზები

ლევან იოსელიანი:

„სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ, მე ვდგავარ ტრიბუნასთან და გესაუბრებით“ .

გიორგი ვაშაძე:

„მოქალაქეები ჩვენგან შველას ელოდებიან და არა იმას, რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია სხვაზე“.

კახა კალაძე:

„ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს „მოღალატე იყოო“

სალომე სამადაშვილი:

„ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ვერანაირ ნატოსა და ევროკავშირში ვერ აღმოჩნდება“.

რომან გოცირიძე:

„პარლამენტში საქმის საკეთებლად შევდივართ“.

ალექსანდრე რექვიაშვილი:

„სიმდიდრის მთავარი წყარო არის ვაჭრობა“

გიორგი გახარია:

„მე ვადასტურებ, რომ ჩვენ არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით „ოცნება 2

დღის კარგი ამბავი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1471 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1569 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.98 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8316 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8372 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3657 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4494 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 9 ივნისიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4951 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,47%, ბოლო 14 დღის - 2,81%, ბოლო 7 დღის - 2,92%- ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:👇

ჯანმო: მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება

იწვევს თუ არა ე.წ. ბრიტანული შტამი COVID 19-ის დაავადების უფრო მძიმე ფორმებს?- თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„როცა რუჯს იღებ, იქ არავინ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას“- პაატა იმნაძე

დღის უცხოური ამბავი

კანადაში, ონტარიოს პროვინციაში სატვირთო ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ ადამიანებს დაეჯახა. ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ინციდენტი კანადის ქალაქ ლონდონის ჰაიდ პარკის მახლობლად მოხდა. კიდევ ერთი ადამიანი, 9 წლის ბიჭი, დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა. ეს 20 წლის კაცია. პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაული რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოხდა, დაღუპულები მუსულმანები არიან. პოლიცია ტერორიზმის ვერსიასაც განიხილავს.

დღის ფოტო

როდესაც ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ერთი საკმლის ხიდან მეორე საკმლის ხემდე სამოგზაუროდ მივდივარ, ჩემი კარავი და სალაშქრო აღჭურვილობა სულ თან დამაქვს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები📸Geo Stalk - Urbex In Georgia

დღის ვიდეო

ემანუელ მაკრონს მოქალაქეებთან შეხვედრისას სილა გააწნეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, იაგო წიკლაურს და ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით, ქეთევან თათოშვილს შეხვდა.

1624448984

იაპონიის მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ყოველწლიური სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიები საშუალებას აძლევენ თავიანთ თანამშრომლებს კვირაში 5-ის ნაცვლად, 4 დღე იმუშაონ.

1624448842

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

1624447737

გერმანიის საქსონიის მხარეში 20 კვირამდე ორსული ქალების კოვიდვაქცინაცია დაუშვეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624447294
თბილისის მერმა სამგორში
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი
დაათვალიერა

თბილისის მერმა სამგორში ახალი საბავშვო ბაგა-ბ...

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არ...

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს თუ რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე.

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

Audi 2033 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს...

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.