მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს მისი ჩამოშლა“- გერმანელი ინჟინერი ვაშლიჯვრის შესახებ

ვაშლიჯვარი

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

„არ არის დრო კალკულაციების, გეგმების დასახვის. გადავწყვიტეთ სხვადასხვა ღონისძიებების კომბინირება. მეწყრული მასის ნაწილის მოხსნა. გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბურღვითი სამუშაოები, რომლებიც ასევე გამაგრებას უკავშირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება.

მე ამას ვახსენებ, რადგან დისკუსია იმ ეტაპზე, როდესაც ღონისძიებების გაკეთების დროა, უბრალოდ უადგილოა და ამის დრო არ არის. ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა ნაპრალებში არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს მისი ჩამოშლა. მინდა გითხრათ, რომ ახლა გულზე მომეშვა, რადგან ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

როცა ჩვენ დავიწყეთ სამუშაოების ჩატარება, ორი დღის შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა, ანუ ყველა ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა, მოგვიტანა შედეგი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერ განვსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს. ეს დამოკიდებულია წვიმაზე, ან ამინდის ცვლილებაზე. ეს ნიშნავს, რომ ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს: მუდმივი მონიტორინგი იმისა, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ასევე უსაფრთხოდ არის წყლის მილსადენები. ეს დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ გრძელვადიან სტაბილიზაციაში და სწორედ ამ სამუშაოს ვასრულებთ ახლა. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ვაჯამებთ სხვადასხვა შედეგებს, გვაქვს დისკუსია, გეგმებს ვადგენთ თუ რა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„მეწყრის ენაზე მიწის მოჭრა ხდება, რაც დაუშვებელია“ - თეა გოდოლაძე მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე

✔️მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოები გრძელდება (ფოტო)

✔️„მიმდინარეობდა პანიკის დათესვა, თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია იყო საჭირო“ - კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე