მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს სწორედ ის ევროპარლამენტარია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს“ - გიორგი აბრამიშვილი ჰეიდი ჰაუტალაზე

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი

ევროპარლამენტარი ჰეიდი ჰაუტალა პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუციის დაბლოკვის გამო „კრემლის ჭკუაზე სიარულში“ დაადანაშაულეს. სტატიაში, რომელიც Daily Beast-მა 2019 წელს გამოაქვეყნა, საუბარია, რომ ჰეიდი ჰუალას განცხადებები პრორუსულ ხასიათს ატარებს.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ აშკარაა თუ რატომ სარგებლობენ „მწვანეები“ ჰეიდი ჰაუტალას ციტატებს აქტიურად და სტატიიდან ძირითად აქცენტებს აზიარებს:

„ეს სწორედ ის ევროპარლამენტარია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს. მისი განცხადებები ცალსახად ატარებს პრორუსულ ხასიათს. ახლა უკვე ნათელია რატომ იყენებენ „მწვანეები“ მის ციტატებს ასე აქტიურად.

„ევროპარლამენატრი, ჰეიდი ჰაუტალა „კრემლის ჭკუაზე სიარულში“ იმის გამო დაადანაშაულეს, რომ მან დაბლოკა პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუცია,“- ამ სტატიას ამერიკული მედია Dailybeast ავრცელებს.
გიზიარებთ სტატიიდან ძირითადად აქცენტებს:

• ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰეიდი ჰაუტალა კულისებში ამტკიცებს, რომ ევროკავშირს აქვს პუტინის საწინააღმდეგო „აკვიატება” და კანონმდებლებს სურთ, რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ The Daily Beast- ზე გაჟონილი მის მიერ 300-მდე ელექტრონულ ფოსტაზე შემთხვევით გაგზავნილი მეილი.

• ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ქალბატონი ჰაუტალას საქციელით არის აღშფოთებული, თქვა, რომ ჰაუტალას მსგავსი ობსტრუქციონისტები „ან გულუბრყვილო სასარგებლო იდიოტები არიან, ან გამიზნულად დადიან კრემლის ჭკუაზე“.

• ჰაუტალა ერთ დროს რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ გამოჩენილი მებრძოლი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ფინელმა პოლიტიკოსმა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა.

• 2016 წლის აპრილში ჰაუტალამ სცადა კრემლის პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება ბრიუსელში. ჩვენება ბოლო წუთს გაუქმდა „მწვანეთა“ პარტიის ჯგუფში განრისხებული აურზაურის შემდეგ. ესეც მორიგი „ფსევდომწვანეების" ლუსტრაცია, გილოცავთ ახალ წელს,“ - წერს გიორგი აბრამიშვილი.