სხვადასხვა

ესპანეთის შსს-ს წარმომადგენლებმა - ”112” და შსს-ს აკადემია მოინახულეს

შსს-ს აკადემია მოინახულეს
09:38 17.09
დაკოპირებულია

ინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორი, გიორგი არსოშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა და საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო.

სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ. მათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ, კერძოდ, თუ როგორ ხდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით "112"-ის მიერ მოძალადის ვირტუალური
მონიტორინგი.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასაც ეწვივნენ.

აკადემიის პრორექტორი, ირინა აბრამიშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა და სასწავლო დაწესებულების ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის კომპიუტერული საგამოცდო ცენტრი, სიმულაციური სწავლების ცენტრი, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, სპორტული დარბაზები, სასტუმრო და ტაქტიკური მომზადების პუნქტები.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს აკადემიის ახალი, 50-მეტრიანი, დახურული სასროლეთი, სადაც შესაძლებელია ავტომობილით შესვლა და მისი საფარად გამოყენებით ცეცხლის გახსნა და აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით, შესაბამისი განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით. როგორც აკადემიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სასროლეთმა, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადება უფრო ეფექტიანი გახადა და აკადემიის მსმენელებს როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სრულყოფილად შესწავლის საშუალებას აძლევს.

სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი სივრცე - ე.წ. „შუთჰაუსი“, რომელიც რამდენიმე ოთახისგან შედგება, სადაც აკადემიის მსმენელებს თეორიული სწავლების შემდეგ, სიმულაციური იარაღის გამოყენებით, პრაქტიკული მეცადინეობა უტარდებათ.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, მოინახულეს ფიზიკური მომზადების სივრცე - ე.წ. CROSS FIT-ის სივრცე, სადაც აკადემიის მსმენელებს სწავლებები უტარდებათ და სხვადასხვა ინტენსიური
დატვირთვის მეშვეობით საკუთარ ფიზიკურ უნარებს აუმჯობესებენ.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი კიდევ 2.54 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3....
ახალციხიდან სომხეთში წასულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ქალაქში კონტაქტების კვლევა დაიწყო. არსებუ...
00:40
ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფე...
00:27
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საფრანგეთის ჯ...
00:14
19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვები...
00:05
კორონავირუსის ახალი მონაცემები „შეკრებას მხოლოდ 6 ადამიანი შეძლებს“ - ესპანე...
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნო...
23:50 18.09
„ღირსეული პარტნიორი 2020“ საქართველოსა დ...
მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დახურვის ცერემონიალზე სიტყვით...
გიორგი გახარია: ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი...
„ჩვენ დღეს ვიბრძვით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლები...
„ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღე...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტა...