სხვადასხვა

„ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორი: მნიშვნელოვანია უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება

ევექსის განცხადება
კორონავირუსით
ინფიცირებულ პაციენტზე
1606142800
დაკოპირებულია

„დამატებითი რესურსები არსებობს; პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა“, - ამის შესახებ „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა.

ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება. 

1611407127

ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება. 

1611405319

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.

1611404304

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

1611403946
პარტია ლელოს ერთ-ერთი
ლიდერი

მამუკა ხაზარაძე: თუ მმართველი პარტია არ წამოვ...

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მისი თქმით თუ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, ცხელი გაზაფხულია მოსალოდნელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მაინც არ გვიკადრია...

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.

პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იმ...

პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს  სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.