მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მუშაობაში კვლავ შეფერხება დაფიქსირდა

ფეისბუკის ახალი პრობლემა

სოციალური ქსელების, Facebook-ის და Instagram-ის, ასევე მესენჯერების, WhatsApp-ის და Messenger -ის მუშაობაში კვლავ შეფერხება დაფიქსირდა. „უნიანის“ ცნობით, მუშაობაში შეფერხება, ძირითადად, აშშ-ის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

მარკ ცუკერბერგის კომპანიაში განაცხადეს, რომ მათთვის ხარვეზის შესახებ ცნობილია და პრობლემების გამოსწორებას შეეცდებიან. „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველაფერი ნორმაში მოვიყვანოთ და შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს გიხდით“: - განაცხადეს Facebook-ის პრესსამსახურში.

გამოცემა Downdetector-ის ინფორმაციით, პრობლემები შეინიშნება Twitter-ის, Discord-ის და Zoom-ის მუშაობაში.

ასევე განახლების და წვდომის პრობლემები ჰქონდათ TikTok-ს, Telegram-ს, Google-ს და Amazon-ს.

Facebook-ის მუშაობაში 4 ოქტომბერს დაფიქსირებული გლობალური გათიშვის გამო მარკ ცუკერბერგის კომპანიამ 6 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა.