სხვადასხვა

Freedom House: ინტერნეტ-თავისუფლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო გლობალურ რეიტინგში დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია

Freedom House-ის ანგარიში ინტერნეტ-თავისუფლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით
11:59 15.10
დაკოპირებულია

ინტერნეტ თავისუფლებისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ საქართველო კვლავ დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო 76 ქულით სრულად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ისეთ წამყვან და განვითარებულ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ავსტრალია, აშშ და იტალია, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იაპონია, არგენტინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი. Freedom House-ს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთი ქულა მოემატა, რის შედეგადაც სამი ადგილით დაწინაურდა და გლობალურ სარეიტინგო სიაში მე-10-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

Freedom House-ს ანგარიშში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, ანგარიშში საუბარია კომუნიკაციების კომისიის მიერ მომხმარებლებისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.sheamotsme.ge რომელიც მომხმარებელს ინტერნეტის ხარისხის შემოწმების შესაძლებლობას 24 საათის განმავლობაში აძლევს.

ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას და სფეროში არსებულ ტენდენციებს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მზარდია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და 2020 მაისის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 921 000 შეადგინა, რაც 137 000-ით მეტია გასულ ორ წელიწადთან შედარებით. მომხმარებელთა მზარდ ტენდენციასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ იზრდება მომსახურების ხარისხი, როგორც ფიქსირებულ ისე მობილურ ინტერნეტზე.

Freedom House-ს ანგარიშში ასევე საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების ხუთწლიან სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბებაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების მიზნით, ქვეყნის მიერ წარდგენილი სტრატეგია ითვალისწინებს ბაზარზე კონკურენციის სტიმულირებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ციფრული უნარების განვითარებას. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 3G და 4G სერვისები ფართოდ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. აქვე აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელი უნდა ფარავდეს ქვეყნის ტერიტორიის 99 პროცენტს, ხოლო 5G სერვისის პილოტირება ქვეყანას დაწყებული უნდა ჰქონდეს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიამ დაამტკიცა 5G განვითარების სტრატეგია და 2020 წლიდან აუქციონს გამოაცხადებს.

Freedom House-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა, მათ შორის ხარისხობრივი კუთხით ინტერნეტის შესახებ და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ყველა ინტერნეტ პლატფორმასა და კომუნიკაციაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს მცირე და საშუალო ზომის ოპერატორების საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულებას უსაზღვრავს.

Freedom House-ის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და მომხმარებელს მკვეთრად შემცირებულ ტარიფებს მოუტანს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე...
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...