სხვადასხვა

გაეროს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა

გაეროს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა
16:21 15.10
დაკოპირებულია

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც აგრძელებს დაუცველ ბავშვთა ჯგუფებისა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ცნობით, ამ მიზნით, დღეს, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა.

როგორც ცნობილია, პერსონალური დაცვის საშუალებები დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, მზრუნველებს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან COVID-19-საგან. დაცვის საშუალებებში იყო: სახის დამცავი ფარები, ხალათები, ციფრული თერმომეტრები, სადეზინფექციო ბარიერები და სადეზინფექციო ხსნარები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ბავშვების, ახალგაზრდებისა და პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოში საქმიანობას.

ღონისძიება გახსნა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობისა დეპარტამენტის დირექტორი, ადამ შმიტი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

„პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურია დაცვის საშუალებების გამოყენებაა, იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ურთიერთობა აქვს ყველაზე მოწყვლად ბენეფიციარებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რისკ-ჯგუფებში შემავალ გარკვეული სამედიცინო გართულებების მქონე ბენეფიციარებთან, ასევე ხანდაზმულებთან, აუცილებელია რომ გვქონდეს ულევი მარაგი დამცავი საშუალებების. ჩვენი პარტნიორები გვერდში გვიდგანან ამ პროცესში, როგორც ტექნიკურად დამცავი საშუალებების მხარდაჭერით, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან იმ სისტემების გაძლიერების მიმართულებით, რომელიც პანდემიის პრევენციაზე არის ორიენტირებული სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

„გაეროს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს COVID-19-ის პანდემიისგან თავდაცვის მიმართულებით წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის დახმარებას“,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

„საშუალებები, რომლებსაც ჩვენ დღეს გადავცემთ, დაეხმარება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პერსონალს, ასევე, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, პანდემიის პირობებში საჭირო მომსახურებები მიიღონ. გაეროს ბავშვთა ფონდსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ სახელმწიფო ზრუნვის რეფორმის განხორციელების და დაუცველი ბავშვების და ახალგაზრდებისათვის ოჯახური ტიპის მომსახურებების შექმნასთან დაკავშირებით. მოხარული ვართ, განვაგრძოთ პარტნიორობა ამ მომსახურებების უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით“, - დაამატა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა პანდემიაზე საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ჩარევა და გავაძლიეროთ საქართველოს ინსტიტუციები, რათა მათ მართონ ვირუსის გავრცელება,“ -განაცხადა ბატონმა შმიდტმა.

მისი თქმით, „დღეს ჩვენ მიერ გადაცემული საშუალებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს განაგრძონ ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა.“

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე...
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...