სხვადასხვა

გაეროს რეზოლუციის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად მედიაწიგნიერების კვირეულს ჩაატარებს

გაეროს რეზოლუციის
ფარგლებში,
კომუნიკაციების კომისია
ყოველწლიურად
მედიაწიგნიერების
კვირეულს ჩაატარებს Pia.ge
1617704097
დაკოპირებულია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიაში ავრცელებენ.

უწყების ცნობით, კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეზოლუციაში, რომლის თანაავტორიც საქართველოა, დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მედიაწიგნიერებაა დასახელებული.

რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევები და გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ამაზე უნდა იზრუნონ.

რეზოლუციის შედეგად საქართველო 2021 წლიდან მიიღებს მონაწილეობას მედიაწიგნიერების კვირეულში, რომელიც ყოველი წლის 24-31 ოქტომბრის კვირაში გაიმართება. კვირეულის მიზანია გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის შესახებ.

„მედიაწიგნიერების კვირეულს საქართველოში, როგორც მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება, სწორედ კომუნიკაციების კომისია ჩაატარებს. კომისიასთან ერთად მედიაწიგნიერების კვირეულში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო, ისე საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

რეზოლუციაში წერია, რომ ბოლო დროს საგრძნობლადაა გაზრდილი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც გამოწვევაა ყველა წევრი ქვეყნისთვის. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელობა და საჭიროება. მათ, შორის საუბარია ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ მიმართულებით ევროპის წამყვანი ქვეყნების რიგებშია, რადგან დღეს ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომა შინამეურნეობების 86%-ს აქვს“, - აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.

რეზოლუციაში, ასევე, საუბარია გაეროს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე სიძულვილის ენასთან მიმართებაში:

„სიძულვილის ენის დასაძლევად, უნდა მოხდეს ახალ და ტრადიციულ მედიასთან პარტნიორობის გაძლიერება, ასევე დისკრიმინაციაზე უარის თქმა, პლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევას“,- ვკითხულობთ რეზოლუციაში.

გაერო ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მედიისა და ინფორმაციულ წიგნიერების განვითარებასთან. რეზოლუციაში განსაკუთრებითაა აღნიშნული ახალგაზრდების როლი და ჩართულობა ინფორმაციული წიგნიერების პოპულარიზაციის პროცესში. კომუნიკაციების კომისიისთვის, მნიშვნელოვანია გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია. აღსანიშნავია, რომ კომისია უკვე მესამე წელია, სწორედ რეზოლუციაში არსებული სტანდარტებით ახდენს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას და ეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

1618405854

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და ლარი 3.4432 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4235 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.97 თეთრი შეადგინა.

1618405479

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

1618405298

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

1618405115
სემეკსა და „საქართველოს
მედიატორთა ასოციაციას“
შორის თანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცი...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ძალაუფლების „დათრევა“ სურთ.

გახარიას გუნდის უმარტივესი გამოწვევა - თ...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გახარია ივანიშვილის პროექტია“ - თინა ბო...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მმართველი გუნდიდან დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის.