მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაგრაში კვლავ ძლიერი ხანძარია (ფოტო - ვიდეო)

ხანძარი

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახულია რომ გაგრაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს.

8 იანვარს დილის საათებში აფხაზეთის დე ფაქტო სამსახურები, აცხადებდნენ რომ ხანძარი გაგრაში მეტწილად ჩააქრეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე გამოდგა.

„ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. თუმცა ფაქტია, რომ დე ფაქტო მთავრობა არსებული კონტიგენტით ხანძარს ვერ უმკლავდება და კრემლის დახმარებაც კი ჯერ არსად არ ჩანს.