სხვადასხვა

გაკვირვებული ვართ ტვ „პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით - ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს - კომპანია „PHARMIN“- ი განცხადებას ავრცელებს

„ფარმინი“ სამედიცინო კანაფის კულტივაციას აწარმოებს
20:03 19.09
დაკოპირებულია

„გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა“,- ამ სიტყვებით ეხმაურება კომპანია „PHARMIN“-ი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ანონსს, რომლის თანახმად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „PHARMIN“-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა.

„გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა.

PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დ...
32 წუთის წინ
„საქართველოსთვის, მათ შორის რა თქმა უნდა, ფოთისთვისაც თევზჭერის დარგი ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რ...
53 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ...
21:41
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა...
21:37
თურნავა გაზიფიცირებაზე

თურნავა: ჩვენ შევუსრულეთ დანაპირები საქართველ...

საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბე...
19:02
ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების...
ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 45...
ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეების შ...
დღეიდან, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივად...