სხვადასხვა

გამოძიების დაწყება ჩანაწერებზე, 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაცია - 14 სექტემბრის დღიური

დღიური
1631648894
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ავრცელებენ.

უწყება მოუწოდებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ასევე, პროკურატურა მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პირადი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან:

„საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

⏯„მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება არასწორია“ - საპატრიარქოს იურისტი ჩანაწერებზე

⏩სუსი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

⏩ „ამას სადღაც წერტილი უნდა დაესვას“ - იოსელიანი ფარულ ჩანაწერებზე

დღის პერსონა

„მზად გვაქვს რეკომენდაცია, რომ დაიწყოს 12-დან 15 წლამდე რისკჯგუფში მყოფი მოზარდების ვაქცინაცია“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციის შესახებ რეკომენდაცია უკვე მომზადებულია.

მისი განმარტებით, პირველ რიგში არსებობს რეკომენდაცია, რომ რისკჯგუფში მყოფი მოზარდები აიცრან.

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფის უკვე მზად გვაქვს რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს დავიწყოთ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში, რისკის ჯგუფებში.

ჯანმოს რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრული გვაქვს რისკის ჯგუფები. ეს არის ძირითადად ქრონიკული ნევროლოგიური, ქრონიკული რესპირაციული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ჯგუფები. ასეთი პაციენტების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა და თუ იმუნიზაციის საბჭო დაეთანხმება ჩვენს რეკომენდაციას, საქართველოში დაიწყება ვაქცინაცია შერჩეულ ჯგუფებში“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

დღის ფრაზები

ვახტანგ ძაბირაძე:

„ეკლესიას არჩევნებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“

იაგო ხვიჩია:

„ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში აქამდეც გვისმენდნენ“

ედიშერ ქარჩავა:

„მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება არასწორია“

ანგელა მერკელი:

„ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის მისაღწევად დიდი გზა აქვთ გასავლელი“

დღის კარგი ამბავი

საბურთალოზე ოთხ მისამართზე ელექტროპანდუსი დამონტაჟდა



საბურთალოს გამგეობამ, დოლიძის ქუჩა კორპუსი N7, ბალანჩივაძეების ქუჩა N8, პეტრიწის ქუჩა N4ა და ცინცაძის ქუჩა N9-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ელექტროპანდუსები მოაწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

მერიის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსების ადაპტირების შემდეგ, შშმ პირებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ. პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 178 895 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები კი, კომპანიამ „იმგო“ შეასრულა.

დღის ცუდი ამბავი

ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ახალგაზრდა ანრი ატეიბა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის დედა Telegram-ზე ინტერვიუში ამბობს.

„ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მე ყველა მტკიცებულება მაქვს“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ამასთან, ekhokavkaza ჟურნალისტ დავით დასანიას ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით წერს, რომ ატეიბა სოფელ ბლაბურხვადან გაგრის პოლიციის განყოფილებაში ცემის შედეგად გარდაიცვალა.

„ეს მკვლელობა იმ უკანონობის შედეგია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთშია“, - აცხადებს ჟურნალისტი.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის უცხოური ამბავი

ნორვეგიაში საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე ოპოზიციამ გაიმარჯვა

ნორვეგიის მემარცხენე ოპოზიციამ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, იონას გარ სტოერეს მეთაურობით, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.

„ჩვენ ველოდით, იმედი გვქონდა გამარჯვების, ამისათვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით და ახლა შეგვიძლია საბოლოოდ ვთქვათ: ჩვენ ეს გავაკეთეთ!“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა იონას გარ სტოერემ განაცხადა.

სავარაუდოდ, „ლეიბორისტები“ მოიპოვებდნენ აბსოლუტურ უმრავლესობას. ხმების 93 %-ის დათვლის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ორი მოკავშირე, მემარცხენე - სოციალისტები და ევროსკეპტიკოსი ცენტრისტული პარტია 169-ადგილიან პარლამენტში 100 ადგილს დაიკავებენ.

„ნორვეგიამ გააგზავნა მკაფიო სიგნალი: არჩევნებმა აჩვენა, რომ ნორვეგიელ ხალხს სურს უფრო სამართლიანი საზოგადოება“, - აღნიშნა 61 წლის მილიონერმა იონას გარ სტოერემ, რომელიც იბრძოდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ.

დღის ფოტო

მეეზოვე თბილისში

დღის ვიდეო

ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

1632035022
ნარიყალას უბანი

522 თბილისი, 226 იმერეთი - ეპიდვითარება საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა.

1632033961
„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე - ამ სა...

„საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სერგო ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის სოფლ...

ონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი სერგო ხიდეშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ნაკიეთის, ნიგავზების და ჟამიერეთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.