სხვადასხვა

განათლების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე განათლების რეფორმაზე მსჯელობენ

განათლების კომიტეტთან
არსებულ
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს პირველი სამუშაო
შეხვედრა
1626869599
დაკოპირებულია

პარლამენტის ორგანიზებით და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, კაჭრეთში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ზოგადი, არაფორმალური და სკოლამდელი განათლების მიმართულებით არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ზოგადი განათლების რეფორმის გამოწვევებთან და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ე.წ. ახალი სკოლის კონცეფციის შესახებ მსჯელობენ.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

„სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კარგი პლატფორმაა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და დარგის ექსპერტებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საბჭო დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებით და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, რომელთა საქმიანობაც საქართველოში განათლების სისტემის რეფორმაზეა ორიენტირებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად მოვახდინოთ იმ პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, რომელიც აქვს განათლების სისტემას სასკოლო, სკოლამდელი თუ არაფორმალური განათლების მიმართულებით, ასევე, განვსაზღვროთ სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა უფრო პროგრესული იყოს და მოერგოს იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, მიმდინარე რეფორმაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლება იქნეს შეთავაზებული მოსწავლეებისთვის.

„ეს არის ჰოლისტური მიდგომა, რომელიც არა მარტო მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, არამედ სკოლის მმართველობას, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას და შეფასებას ეხება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერმა, ნინო ყოჩიაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ევროკავშირის როლსა და თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გასული 5 წლის განმავლობაში ადამიანური კაპიტალის განვითარება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

2022-2027 წლებშიც ადამიანური კაპიტალი, მმართველობასთან და ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, რჩება ჩვენს პრიორიტეტულ ქვაკუთხედად“, - განაცხადა ნინო ყოჩიაშვილმა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.