მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განახლებული კლიმატური ცნობარი მომზადდა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განახლებული კლიმატური ცნობარი მომზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა საქართველოს სამეცნიერო-გამოყენებით კლიმატურ ცნობარზე მუშაობა დაასრულეს.

ცნობარი შედგენილია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organization) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს საქართველოს მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებულ მრავალწლიან მონაცემებს და მათი ანალიზის  საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციას.

ცნობარში შესულია ცალკეული კლიმატური პარამეტრები (მზის რადიაცია, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და მიმართულება და სხვა) და კომპლექსური კლიმატური მახასიათებლები (ტემპერატურა-ქარი, ირიბი წვიმა და სხვა).

ცნობარი მნიშვნელოვანი დოკუმენტია სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, მშენებლობის და კლიმატური პირობებისადმი მგრძნობიარე სხვა დარგების ეფექტიანი მართვის განსახორცილებელად.