სხვადასხვა

გია სოფაძე: თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის

გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი
21:23 15.10
დაკოპირებულია

„თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის, თუმცა ამ ლანდშაფტების გვერდით, ანთროპოგენული ზეწოლის შედეგად, დასერილი ტერიტორია გვხვდება“, - ამის შესახებ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, გია სოფაძემ თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩატარდა ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც ლანდშაფტის ყველა კომპონენტს მოიცავდა.

„ჩვენი მიზანი იყო, ლანდშაფტის შესწავლა, რათა მათი მდგრადობა დაგვედგინა. ლანდშაფტის მდგრადობა განისაზღვრება უნარით, შეინარჩუნოს სტრუქტურა და ფუნქციონირება ნებისმიერი ანთროპოგენული დატვირთების მიმართ. ამ მიზნით, ჩავატარეთ ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც მოიცავდა ლანდშაფტის ყველა კომპონენტს, განსაკუთრებით, ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური თვისებების შესწავლას. ასევე, ჩავატარეთ გარემოსდაცვითი კვლევები, რომლის მიხედვითაც, სენსიტიური ზონები გამოვყავით. ყველაზე მაღალი სენსიტიური ზონებისთვის ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომა გამოვიყენეთ, რომელიც ურბანული და ბუნებრივი გარემოს კავშირების შერბილების ევროპულ პრაქტიკას გულისხმობს“, - განაცხადა გია სოფაძემ.

გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა კვლევაზე დაფუძნებული ხედვებიც წარმოადგინა, თუ როგორ მიიღწევა უბრანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა.

„იმისათვის, რომ ურბანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა მოხდეს, საჭიროა, ისტორიული ლანდშაფტის მცენარეების შენარჩუნება ან აღდგენა, ასევე, ლანდშაფტური სეზონური დინამიკის გათვალისწინება. ამ მიზნით, მიზანშეწონილი იქნება, თუ ტყის აღდგენისას გავითვალისწინებთ ქვე-ტყეს, ბუჩქნარ-ბალახოვანი საფარით“, - აღნიშნა გია სოფაძემ.

მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე...
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...