მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგანტური პანდა, დატბორილი ლტოლვილთა კარვები - 18 იანვრის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 18 იანვარი 2021 წ.

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 18 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

კოვიდვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილ ვაქცინას უკეთებენ.
სტენ ჰელენსი, დიდი ბრიტანეთი📸ChristopherFurlong/GettyImages

პოლიცია და დაცვის წევრები დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანს პრიტი პატელს იცავენ. პატელი ვესტმინსტერის ხიდზე გადადის.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი📸Dan Kitwood/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრამდე პირბადე გაიკეთა.
ბრიუსელი, ბელგია📸Johanna Geron/Reuters

საბრძოლო რიტუალი რელიგიური მსვლელობის დროს.
ჯამუ, ინდოეთი📸Jaipal Singh/EPA

მალაიზიაში მედიკოსები მცირეწლოვანს კორონავირუსის დასადგენად ტესტს უტარებენ.
შაჰ ალამი, მალაიზია📸Fazry Ismail/EPA

პოლიციელები თვალყურს ადევნებენ, თუ როგორ იკრიბებიან სტუდენტები განათლების სამინისტროსთან. იტალიელი სტუდენტები განათლებაში მეტი ინვესტიციის ჩადებას მოითხოვენ.
რომი, იტალია📸Massimo Percossi/EPA

გადამფრენი ფრინველი შადრევნიდან საჭმლის მარცვლებს კენკავს.
დელი, ინდოეთი📸Manish Swarup / AP

ჰუთის მოძრაობის ერთგული შეიარაღებული პირი აშშ-ის დახურული საელჩოს წინ.
სანა, იემენი📸Mohammed Huwais/AFP/Getty Images

გიგანტური პანდა პატარა პანდებს ეთამაშება.
ვოლონგი, ჩინეთი📸Xinhua/REX/Shutterstock

წყალდიდობისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარების სათხოვნელად ინდონეზიის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართება.
პეკაუმან ულუ, ინდონეზია📸Antara Foto/Reuters

კიმონოებით გამოწყობილი ქალები სელფს იღებენ.
კიოტო, იაპონია📸Buddhika Weerasinghe/Getty Images

დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ოჰაიოდან.
კოლუმბუსი,აშშ📸Andrew Dolph/ZUMA Wire/REX/

შეჯიბრება ტურისტებისთვის დუბაიში.
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები📸Giuseppe Cacace/AFP/Getty Images

მდინარე იანგცეზე გადაღებული ხანგრძლივი ექსპოზიციის ფოტო.
ჩინეთი📸Barcroft Media/Getty Images

ვიეტნამის კომუნისტური პარტიის მე -13 ეროვნული კონგრესის აფიშის წინ ქალი კონუსური ქუდით ქალი დადის.
ჰანოი, ვიეტნამი📸KHAM/Reuters

ძლიერი წვიმის შედეგად იდლიბის პროვინციაში ლტოლვილთა 110 კარავი დაიტბორა.
იდლიბი სირია📸Anadolu Agency / Getty Images

ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა.
ლაგოდეხი, საქართველო📸დაცული ტერიტორიების სააგენტო.