მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების ცეკვა, მასშტაბური ხანძარი ილინოისში, ახალგაზრდების სურათი ბრინჯის პლანტაციებში - 15 ივნისის მსოფლიო ფოტოებში

15 ივნისი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 15 ივნისს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავის ავსტრალიელ კოლეგასთან, სკოტ მორისონთან ერთად დაუნინგ-სტრიტის ბაღში.
ლონდონი, ინგლისი📸Dominic Lipinski/PA

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროპული საბჭოს პრეზიოდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირსა და კანადის სამიტის პრესკონფერენციაზე.
Olivier Hoslet/EPA📸ბრიუსელი, ბელგია

დემოკრატების წარმომადგენელი მინესოტადან ილჰამ ომარი აშშ-ში კოვიდინფიცირებით დაღუპული 600 000 ამერიკელის გამო ტირის.
ვაშინგტონი, აშშ📸Jim Lo Scalzo/EPA

საპროტესტო აქცია მინეაპოლისში.
აშშ, მინეაპოლისი📸Richard Tsong-Taatarii/AP

ბრუკლინის თეატრში ჰოლოკოსტს გადარჩენილი პირები ლილიან ფეინტუხი და ელენე კურცი სხვა გადარჩენილებთან ერთად ცეკვავენ.
ნიუ-იორკი, აშშ📸Jessie Wardarski/AP

გარდაცვლილი თავშესაფრის მაძიებლის საათი და ბეჭედი დნმ-ის ნიმუშების აღების შემდეგ.
ალექსანდროპოლი, საბერძნეთი📸 Byron Smith/Getty Images

ირანის პრეზიდენტობის კანდიდატის საიდ ჯალილის პლაკატები თეირანის ქუჩებში.
თეირანი, ირანი📸Wana News Agency/Reuters

მასშტაბური ხანძარი ილინოისის შტატში, მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში.
აშშ, ილიოისი📸Scott Olson/Getty Images

მარიხუანას ლეგალიზების მოთხოვნით გამართულ აქციაზე კანაფის მოძრაობის აქტივისტი.
მეხიკო, მექსიკა📸Carlos Ramirez/EPA

ახალგაზრდების სურათი, რომელიც სპეციალურად ბრინჯის სხვადასხვა ჯიშის პლანტაციებში შექმნეს.
შეიანგი, ჩინეთი📸AFP/Getty Images

ფოლკლორული ბალეტის რეპეტიცია მეხიკოს ერთ-ერთ თეატრში.
მეხიკო, მექსიკა📸Sáshenka Gutiérrez/EPA

ეროვნული წითელი ჯვრის მაშველების იმიტირებული დამხრჩვალი მოცურავის გადასარჩენად აუზში შედიან.
სუვონი, სამხრეთ კორეა📸YONHAP/EPA

ოკუპირებული აფხაზეთი, ახალი ათონი, საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთი📸აფხაზური ამბები