მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იქნება თუ არა კორონავირუსი არჩევნებზე წასვლის შემაფერხებელი?

არჩევნები პანდემიის დროს

ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ამომრჩევლის აქტივობა იყო ძალიან დაბალი.

„მაქსიმალური მცდელობა უნდა იყოს, რომ ხალხი კი არ შევაშინოთ და თავი შეიკავონ არჩევნებზე მისვლისგან, არამედ სიფრთხილის ყველანაირი ზომა უნდა იყოს, ადამიანებს ავუხსნათ და დავარწმუნოთ, რომ ეს პროცესი იქნება უსაფრთხო.

ჩვენ გვესმოდა, რომ ოქტომბრის ბოლოს იქნება აღმავლობა, ამან გარკვეულწილად შეაშინა ჩვენი მოქალაქეები. მინდა დავაფიქსირო, რომ ოქტომბროს ბოლო არავითარი გათვლებით არ არის აღმავლობის პერიოდი. აღმავლობას უკვე ვხედავთ“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

არჩევნების დღეს ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე მისვლისას თერმოსკრინინგს არ გაივლიან. თუმცა, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ჯობია, ამომრჩევლებმა თერმოსკრინინგი გაიარონ.

„ზოგადად თერმოსკრინინგზე ბევრი სკეპტიციზმია, ფიქრობენ, რომ ეს აუცილებელი არ არის. ბევრჯერ ითქვა, საერთოდ ხომ არ გაუქმდეს. მაგრამ, როგორი ირონიითაც არ უნდა ვუყურებდეთ, თერმოსკრინინგი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ცხელების მქონე პაციენტების გამოვლენის პირველი საშუალებაა. ცუდი არ იქნებოდა, საარჩევნო უბანზეც დაგვეფიქსირებინა ცხელების მქონე პაციენტები“,- განაცხადა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.