სხვადასხვა

ინფიცირებული პრემიერი, გაუარესებული ეპიდვითარება და გამწვავებული კონფლიქტი - 6 აპრილის დღიური

დღიური
1617738935
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Pia.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958-ს შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 275 220 და გარდაცვლილია 3 832 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის

დღის პერსონა

თამარ გაბუნია: თუ ასე გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ

„ჯერჯერობით, უკვე დაწესებული ზომების პროცესის აღსრულებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ ტენდენციები ამგვარად გაგრძელდა, ისევ მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ“,- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევების მონიტორინგი, 2 კვირის ინტერვალით. დღეის მდგომარეობით, დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება 2 კვირის შემდგომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე დაწესებულ რეგულაციებზე მონიტორინგის გამკაცრება, გაფართოებული ტესტირების ჩატარება ე.წ ცხელ წერტილებში და მასობრივი შეკრებისაგან თავის შეკავება.

„პირველ რიგში, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ესაა ტესტირების გაფართოებული პროგრამა, როგორც ბიზნეს გარემოში, ასევე უკვე დასახლებულ პუნქტებში, სადაც იკვეთება შემთხვევების მატება. კონტაქტების გამოვლენა იქ გრძელდება და აქტიური ტესტირების პროგრამა მიმდინარეობს.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს არის დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით აღსრულება და ჩვენი შრომის ინსპექტირების სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, ვინც ჩართულნი არიან აღსრულების პროცესში, მათ შორის პირბადის ტარების მონიტორინგი, რა თქმა უნდა ამ მონიტორინგს გააძლიერებენ, მაგრამ საზოგადოების პასუხისმგებლობის თემაც მნიშვნელოვანია.

უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში, ეს არის ძალიან დიდი რისკი. ჯერჯერობით, უკვე დაწესებული ზომების პროცესის აღსრულებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ ტენდენციები ამგვარად გაგრძელდა, ისევ მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ“,- განაცხადა მან.

თამარ გაბუნიას თქმით, ცალსახაა, რომ დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატება ლოკალურად, კონკრეტულ ცხელ წერტილში გადაადგილების შეზღუდვა, მობილობის შემცირების მიზნით.

„ნებისმიერ შემთვევაში, ეპიდემიის გავრცელების სურათი არის ცალსახა, ეს არის კლასტერული გავრცელება, თუ საქმე გვაქვს ინდივიდუალურ გავრცელებასთან, აქ აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესება.

ამ კვირის მანძილზე და კიდევ შემდეგი კვირა შევეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ ისევ ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, მოგვიწევს ვიმსჯელოთ, რამდენად საჭიროა, რომ ადგილობრივ დონეზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, რომელიმე დასახლებულ პუნქტში რომ მოხდეს ლოკალური შეზღუდვა, მობილობის შეზღუდვის სახით, მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი. მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი მკაფიო ცხელი კერები, გარდა იმ ერთეული კერებისა, რომლებიც იყო და სადაც აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, ცნობილი არ არის“,- განმარტა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ია.

აგრეთვე იხილეთ:

📌„როდესაც 2%-ს გადაცდება ინფიცირების მაჩვენებელი, უკვე მოგვიწევს აქტიურ ღონისძიებებს მივმართოთ“ - თამარ გაბუნია

დღის ფრაზები

სალომე სამადაშვილი:

„გახარია „ქართული ოცნებისთვის“ არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი“.

მეუფე გრიგოლი:

„ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია ვიდრე, შეიძლება ერთი ეპარქიის საზღვრებმა დაიტიოს“.

სერგი კაპანაძე:

„არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

ზურაბ ჯაფარიძე:

„ნახევარმა მთავრობამ უკვე მოიხადა კორონავირუსი და ეს ხალხი სხვებს ასწავლიან, როგორც მოიქცნენ და როგორ იცხოვრონ“.

კახა გოგოლაშვილი:

„აშშ ცდილობს მოსკოვს დაანახოს, რომ უკრაინას არ მიატოვებს და ყველა შესაძლო ძალით დაეხმარება“.

დღის კარგი ამბავი

ლარი გამყარდა

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4069 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4173 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში -1.04 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0232 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0136 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.96 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 7 აპრილიდან შევა ძალაში.

აგრეთვე იხილეთ:

📌ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

დღის ცუდი ამბავი

897 ინფიცირება, 196 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 284 958-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 275 220 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ია.

👉ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

👉ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია“ - გაბუნია

დღის უცხოური ამბავი

დონბასში კიდევ ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში „ბოევიკებმა“ კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დონბასში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ზეწოლა მოახდინოს უკრაინის საზღვარზე ჯარების გაძლიერების გზით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთმა შეიძლება სცადოს თავისი ჯარების გადაყვანა უკრაინის სხვა ტერიტორიაზე.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მარტო არ დატოვებს უკრაინას და არ დაუშვებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას უკრაინის მიმართ.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

ამავე თემაზე: 👇

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ირანში 10 პირს ბრალი წაუყენეს

დღის ფოტო
ბედნიერი მურა დათვი პირველ „სელფის“ მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების დაცული ტერიტორიებიდან გვიგზავნის

📸დაცული ტერიტორიების სააგენტო

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

1618407036

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

1618406467
„სუფთა რეგიონი 2020“
კონკურსის გამარჯვებულები
გამოვლინდნენ

„სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პ...

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

გიორგი ხოჯევანიშვილი: მელიას დაკავების ფ...

„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.