სხვადასხვა

„ინვესტიცია სტარტაპებში“ – BTU-ს, პროგრამა „სტარტაპერისა“ და თიბისი კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში

თიბისი
1617776495
დაკოპირებულია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ და თიბისი კაპიტალი, კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, სტარტაპებში ინვესტიციის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლებენ.

დისკუსიის ფარგლებში, სპიკერები საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემაზე ისაუბრებენ. ასევე, აუდიტორიას ინვესტიციის სახეობებს გააცნობენ და მოყვებიან - როგორ ხდება პროექტის შეფასება, დაფინანსების რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს და რა რისკებსა და პოტენციურ უკუგებას შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სტარტაპი.

პანელური დისკუსიის მონაწილეები და თემები:

◼️ თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი - მერი ჩაჩანიძე სტარტაპებში ინვესტიციას მიმოიხილავს და აუდიტორიას გააცნობს რომელი კრიტერიუმებით აფასებენ ინვესტორები მცირე და საშუალო ბიზნესებს;

◼️ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი - ნინო ენუქიძე სტარტაპ ეკოსისტემაზე და BTU-ს იმ ინიციატივებზე ისაუბრებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტარტაპების მხარდასაჭერად ახორციელებს;

◼️თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ხელმძღვანელი - ნათია ვაჭარაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს;

◼️სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი - გიორგი ჩუგოშვილი კერძო ინვესტიციის მოპოვების პროცესსა და თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს.

გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. 2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი გახდა.

დისკუსია 7 აპრილს, 18:30 საათზე ჩატარდება.

იხილეთ ღონისძიებაზე დასასწრები ბმული

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

1618406179

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

1618405854

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და ლარი 3.4432 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4235 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.97 თეთრი შეადგინა.

1618405479

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

1618405298
ვაშლიჯვარი

„ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა არ დაგროვდე...

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

საბერძნეთი მომავალი კვირიდან ტურისტებისთ...

მომავალი კვირიდან საბერძნეთი ევროკავშირიდან და 5 სხვა ქვეყნიდან ჩასული პირებისთვის კარანტინს გააუქმებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც კოვიდვაქცინაცია აქვთ გაკეთებული ან COVID 19-ის ტესტის უარყოფითი შედეგი აქვთ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცი...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ძალაუფლების „დათრევა“ სურთ.

გახარიას გუნდის უმარტივესი გამოწვევა - თ...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.