სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით დავით გარეჯის სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ

თავდაცვის მინისტრი
13:39 17.10
დაკოპირებულია

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან არსებული საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული არხის“
გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ შესაძლებლობაზეც ისაუბრა, რასაც ორ მჭიდროდ გადაჯაჭვულ, ურთიერთთამოკიდებულ სახელმწიფოს შორის განხეთქილება შეეძლო გამოეწვია.

„უცხო ქვეყანა, ამ შემთხვევაში ვთქვათ რუსეთი, რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება იყოს დაინტერესებული ორ მეზობელ და მეგობარ, ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვულ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებით? ჩვენ, აზერბაიჯანი და საქართველო ურთიერთდამოკიდებული სახელმწიფოები ვართ. გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და მეგობრობა. რა შემთხვევაში შეიძლება გამოეწვია ამ ურთიერთობებს შორის რაიმე დიდი განხეთქილება? ერთ-ერთი საკითხი შესაძლოა ყოფილიყო სწორედ ის, რაც სააკაშვილმა, მისმა მთავრობამ ჩაიდინა.

ანუ ჩვენი სიწმინდის - დავით გარეჯის ნაწილი შეუთანხმეს და აღმოჩნდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 2007 წელს. მე კითხვას ვსვამ - ეს არის შეგნებული, გააზრებული პროვოკაცია სააკაშვილის და მისი მთავრობის მიერ
ჩადენილი? მაშინ ემთხვევა თუ არა რუსეთის ინტერესები?! მე ასე მიმაჩნია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსთან საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის სადავო საკითხზე აზერბაიჯანული მხარის პოზიციაზეც ისაუბრა.

მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩევლის ჰიკმედ ჰაჯიევის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები არიან და აზერბაიჯანული მხარე მზად არის დიალოგისთვის. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის განწყობილი აზერბაიჯანული მხარე. უფრო მეტიც, ჩვენი კარტოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ხორბალაძე, რომელიც კომისიის სხდომას
ესწრებოდა, მიყვება ასეთ ისტორიას - „ჩვენ აზერბაიჯანელებთან როცა ვიყავით კომისიის სხდომაზე და დავაყენეთ ამ რუკის საკითხი რატომ არ მივყვებით ამ ჩვენი პრეზიდენტების შეთანხმებას და რატომ ვარღვევთ, აზერბაიჯანელები დარჩნენ გაკვირვებულები, საერთოდ პირველად გვესმის თქვენგან. თქვენი
ინიციატივით ხდებოდა იმ რუკებით შეთანხმება სახელმწიფო საზღვრების“. აქედან გამომდინარე ყველაფერი ცხადია - ეს არის რუსული ინტერესი. მჯერა, რომ უფლის დახმარებით, ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს

კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით, დავით გარეჯის ამ სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ. ეს მოხდება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს სამუდამოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის სადავო საკითხზე საქართველოს პოზიციაზეც იმსჯელა. როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე განსაკუთრებულს, ზედმეტს არ ითხოვს მოძმე ხალხისგან, მეგობარი სახელმწიფოსგან. ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც საქარველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო.

„ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, არგუმენტი და მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო. სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს. მე მაქვს მყარი საფუძველი იმისა, რომ ვთქვა, დასრულდება ძალიან პოზიტიურად ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად“, - განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
22:16 20.10
გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძე: ტესტირებისთვის კარვების დადგმის...
„კარვების დადგმის გადაწყვეტილება ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი მხრიდან. ბათუმში 5 კარავი იყო გაშლილი. ა...
21:49 20.10
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...
საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწვ...
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრ...