საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ საზღვარზე დავით გარეჯის სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების ქმედებებზე „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის საერთო ეროვნული საკითხი და ყველა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებას ჩაიდენს, პასუხისგებში უნდა მიეცეს და უმკაცრესა დაისაჯოს.
„ეს საქმე არის საერთო ეროვნული საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. მთელი გუნდი არის ამ პათოსით გამსჭვალული. როდესაც ორგანიზაცია არის ბრალდებული სახელმწიფო ღალატში თუ ტერიტორიების გადაცემაში სხვა მესამე უცხო ქვეყნისთვის, ეს უნდა იყოს, არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური პარტია გაუქმდეს და ყველა ის დამნაშავე, ვინც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ეს სიბინძურე და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, იქნას მიცემული პასუხისგებაში და უმკაცრესად დაისაჯოს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
დავით გარეჯის სადავო საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარ დასკვნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე მზადაა დიალოგისთვის: „აბსოლუტურად ნეიტრალური, ობიექტური, მიუკერძოებელი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც წინასწარი დასკვნა დადო, თქვა, რომ საქართველოს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ და მხოლოდ 1938 წლის რუკა ამ შეთანხმების დროს. ადამიანი რომ გეტყვის მოღალატე ხარო და შენ პასუხს არ სცემ, არგუმენტირებულად გისაბუთებს, რომ მოღალატეა ეს ადამიანი და იქიდან არავითარი კონტრარგუმენტი არ არსებობს, ეს ჩემთვის არის უკვე ნათელი, ისინი ამას ღებულობენ როგორც არის. ჩვენს ამ რადიკალურ თუ მტრულ, ანტიეროვნულ ძალას, მოღალატეთა გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზანი, მათი მცდელობა რაც იყო თავიდანვე, როდესაც აწიეს ტემპერატურა, რომ ეს რა ხდება, აზერბაიჯანთან კონფლიქტს იწყებთ, ეს რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ, რადგან თვითონ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტის მრჩეველმა, ბატონმა ჰაჯიევმა - ვიმსჯელოთ და ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ მზად არიან დიალოგისთვის“.
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 18 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე ჯერ ვერ ისაუბრებს.
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მოსალოდნელი საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსი ოპოზიციონერი, კრემლის ლიდერის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი თავის ვიდეომიმართვაში მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრემლის ლიდერის მთავარი ოპონენტის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ტვიტერის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.